მაგომედრასულ გაზიმაგომედოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაგომედრასულ გაზიმაგომედოვი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 8 აპრილი, 1991(1991-04-08) (33 წლის)
დაბ. ადგილი Tindi
სიმაღლე 175
წონა 72
ქვეყანა სსრკ და რუსეთი

მაგომედრასულ გაზიმაგომედოვი (რუს. Магомедрасул Мухтарович Газимагомедов; დ. 8 აპრილი, 1991, დაღესტანი[1]) — ტინდიელი რუსი თავისუფალი სტილით მოჭიდავე. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და თავისუფალი ჭიდაობის სპორტის დიდოსტატი.

ეროვნულ დონეზე გაზიმაგომედოვმა მოიგო 2015 წლის რუსეთის ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. მეოთხედფინალში მან მსოფლიოს ჩემპიონი ხეთაგ ცაბოლოვი, ჩრდილოეთ ოსეთიდან დაამარცხა.[2] ფინალში დაამარცხა კრასნოიარსკელი ისრაილ კასუმოვი.

2015 წლის ბაქოში გამართულ პირველ ევროპულ თამაშებზე 70 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ოქროს მედალი.[3] მან მოიგო ოქრო 2015 წლის ჭიდაობის მსოფლიო 70 კგ წონით კატეგორიაში, დაამარცხა ირანელი ჰასან იაზდანი. მუხლის ტრავმის შემდეგ იგი დაუბრუნდა ჭიდაობას ივან იარიგინის გრანპრიზე, ფინალურ მატჩში წააგო ფინალში მისი მეტოქე იყო მაგომედ ყურბანალიევი, რომელთანაც დაძაბულ შეხვედრაში დამარცხდა. მოიგო 2015 წელს ლას-ვეგასში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი 70 კგ წონით კატეგორიაში. სამი წლის შემდეგ, 2018-ში მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ბუდაპეშტში ჩატარდა. 2019 წელს 70 კგ წონით კატეგორიაში ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ერთი წლის შემდეგ 74 კგ წონით კატეგორიაში რომში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. 2014 წელს მოიგო გროზნოში ჩატარებული ტურნირი „რამზან კადიროვისა და ადლან ვარაევის თასი“. 2015 წელს მოიგო ალექსანდრ მედვედის საერთაშორისო ტურნირი. 2015 და 2018 წლებში გახდა რუსეთის ჩემპიონი. არის რუსეთის ჩემპიონატის სამგზის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი (2014, 2019, 2021). არის ივან იარაგინის ოქროს გრან პრის ერთგზის ვერცხლის (2018) და ერთგზის ოქროს მედლის (2019) პრიზიორი. 2020 წლის თებერვალში, იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში, მაგომედრასულმა ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში წააგო იტალიელ სპორტსმენ ფრანკ ჩამისოსთან და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2020 წლის აპრილში მაგომედრასულს მიენიჭა რუსეთის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.[4]

წინასასეზონოდ ვარჯიშობს შერეული საბრძოლო ხელოვნების, MMA-ს ვარსკვლავებთან, რუსტამ ხაბილოვთან და ხაბიბ ნურმაგომედოვთან ერთად.[5] არის კლუბ „SC Bazarganova“-ს წევრი. სხვადასხვა დროს მისი მწვრთნელები იყვნენ: ელდარ ნაჟნუდიმოვი, ფერზულა ისლამოვი და ხაიბულა ხაიბულაევი. მიღებული აქვს მედალი „დაღესტნის რესპუბლიკის სამსახურისთვის“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gazimagomedov bio's in Baku 2015. baku2015.com. ციტირების თარიღი: 18 June 2015.
  2. Thindian beat world champion. skfo.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 11 May 2015.
  3. Wrestling Day 6: Baku 2015 - 1st European Games. zimbio.com. ციტირების თარიღი: 18 June 2015.
  4. Одним заслуженным вольником в Дагестане стало больше. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-17. ციტირების თარიღი: 2021-10-31.
  5. Khabib trains in SC Bazarganova. sk-bazarganova.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 29 November 2012.