ლჭაშენი
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
ლჭაშენი სომხ. Լճաշեն | |
|
ლჭაშენი | |
| ქვეყანა |
|
| კოორდინატები | 40°31′13″ ჩ. გ. 44°55′51″ ა. გ. / 40.52028° ჩ. გ. 44.93083° ა. გ. |
| დაარსდა | 1828 წელს |
| ფართობი | 54.73 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 1925 მეტრი |
| ოფიციალური ენა | სომხური |
| მოსახლეობა | 4,542 კაცი (2008) |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ლჭაშენი (სომხ. Լճաշեն) — სოფელი სომხეთში, სევანის ტბის ნაპირას. სოფლის მახლობლად ტბის ამოშრობილ სანაპიროზე განლაგებულია არქეოლოგიურ ძეგლთა კომპლექსი: ქვისსახლებიანი დიდი ნამოსახლარი; არგიშთი I-ის ლურსმული წარწერა კლდეზე; ქვით ნაგები ციხესიმაგრე; შუა (ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის I ნახევარი) და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის დასასრული) გორასამარხები და კრომლეხები. შუა ბრინჯაოს ხანის სამარხებში აღმოჩნდა გრავირებული, პრიალა და წითლად შეღებილი კერამიკა, მათ შორის სევან-უზერლიქის ტიპისაც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოგაძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 319.
- Мартиросян А. А., Армения в эпоху бронзы и раннего железа, Ер., 1964.