ლუსი პევენსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუსი პევენსი
პირველი გამოჩენა ლომი, კუდიანი და გარდერობი
შემქმნელი კლაივ ლუისი
მსახიობი ჯორჯი ჰენლი
ინფორმაცია
ზედმეტსახელ(ებ)ი "დედოფალი ლუსი გაბედული"
სქესი მდედრობითი
ოჯახი დედა, მამა, და და 2 ძმა
საცხოვრებელი ლონდონი
ეროვნება ინგლისელი

ლუსი პევენსიკლაივ ლუისის „ნარნიის ქრონიკების“ პერსონაჟი. იგი არის ყველაზე პატარა ოთხ პევენსის შორის.

ლუსი პოულობს ნარნიაში შესასვლელს წინგში „ლომი, კუდიანი და გარდერობი“. მას ჰყავს ორი ძმა - პიტერი და ედმუნდი და და სიუზენი. ოთხივე პევენსის შორის ლუსი ყველაზე ახლოს არის ლომ ასლანთან. იმ ადამიანებს შორის რომლებიც ნარნიაში მომხვდარან, ნარნიის არსებობის ყველაზე მეტად მას სჯერა და იმედი აქვს, რომ დაბრუნდება. მას მიანიჭებენ წოდებას "დედოფალი ლუსი გაბედული" და იგი ხდება ნარნიის დედოფალი, დასთან და ორ ძმასთან ერთად. იგი ყველაზე მთავარი პერსონაჟია ოთხ პევენსის შორის.

ლუსი არის მთავარი მონაწილე ნარნიის შვიდი წიგნიდან სამში („ლომი, კუდიანი და გარდერობი“, „უფლისწული კასპიანი“ და „განთიადის დამმორჩილებლის მოგზაურობა“) და არის მეორეხარისხოვანი პერსონაჟი სხვა ორში („ცხენი და მისი ბიჭუნა“ და „უკანასკნელი ბრძოლა“).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუსი დაიბადა 1932 წელს და როდესაც პირველად ნარნიაში მოხვდა, იყო 8 წლის. ნარნიის ქრონიკების ბოლო წიგნში, „უკანასკნელი ბრძოლა“ იგი 17 წლისაა.

ლომი, კუდიანი და კარადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად ნარნიაში ხვდება სწორედ ლუსი, რომელიც იმალება ტანსაცმლის კარადაში და ასე აღმოჩნდება ნარნიაში. მის და-ძმებს არ სჯერათ, მაგრამ ამის შემდეგ ყველანი ერთად მოხვდებიან ნარნიაში. ლომ ასლანთან ერთად ისინი ებრძვიან თეთრ დედოფალს და ამის შემდეგ ლუსი ხდება დედოფალი მის და სიუზენთან და ძმებთან, პიტერთან და ედმუნდთან ერთად. მათი მმართველობის ხანა ნარნიის ისტორიის ოქროს ხანად ითვლება. თუმცა, როდესაც ისინი უკვე დიდები არიან, თეთრ ირემზე სანადიროდ გასულები, ნარნიიდან უჩინარდებიან და რეალურ სამყაროში ბრუნდებიან.

ცხენი და მისი ბიჭუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ წიგნში მოქმედება ხდება და-ძმების მეფე-დედოფლად კურთხევის შემდეგ და ინგლისში დაბრუნებამდე. ისინი მონაწილეობენ ომში ანვარდისთვის, როგორც მშვილდოსნები. ლუსი უფლისწულ კორინის მიერ არის აღწერილი, როგორც უფრო ანცი თავისი დისგან, სიუზენისგან განსხვავებით, რომელიც აღწერილია როგორც "ნამდვილი ლედი".

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]