ნარნიის ქრონიკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნარნიის ქრონიკები
The Chronicles of Narnia
The Chronicles of Narnia box set cover.jpg
HarperCollins-ის მიერ გამოცემული კომპლექტი
წიგნები
ავტორი კლაივ ლუისი
ილუსტრატორი პოლინ ბეინსი
ქვეყანა ინგლისი
ენა ინგლისური
ჟანრი ფენტეზი
გამომცემელი HarperTrophy
პირველი გამოცემა 1950
მედია რბილი და მაგარი ყდები

ნარნიის ქრონიკები (ინგლ. The Chronicles of Narnia) — მწერალ კლაივ ლუისის რომანების სერია, გამოცემული 1950-1956 წლებში.

წიგნების ეს სერია ფენტეზისა და საბავშვო ლიტერატურის ზღვარზე მერყეობს. მასში მოთხრობილია ბავშვების მოგზაურობა ჯადოსნურ ქვეყანაში, სადაც ცხოველებს საუბარი შეუძლიათ, ხოლო ბოროტებას სიკეთე ებრძვის. ვინაიდან თავად მწერალი ქრისტიანული ლიტერატურის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რომანებში აქა-იქ გვხვდება მითითებები ბიბლიურ მოტივებზეც. ამასთან, წიგნებში აღწერილია არსებები, რომლებიც უფრო ტრადიციულ ბრიტანულ, ირლანდიურ ზღაპრებსა და ბერძნულ/რომაულ მითოლოგიებში გვხვდება.

სერია დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2006 წლისათვის გაყიდული იქნა მისი 100.000.000 ასლი, 41 სხვადასხვა ენაზე. არსებობს პირველი ორი წიგნის ეკრანიზაციებიც და იგეგმება მესამე რომანის ფილმის სახით გამოსვლაც.

წიგნების ილუსტრატორი იყო პოლინ ბეინსი.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანმიმდევრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად წიგნების გამოცემის ქრონოლოგიისა, არსებობს მათში მოთხრობილი მოვლენების ქრონოლოგიაც. აქ ახსნილია ეს და სხვა ქრონოლოგიები.

გამოცემის თარიღი ქრონოლოგია წიგნის შექმნის ქრონოლოგია საბოლოოდ დასრულება
ლომი, კუდიანი და გარდერობი ჯადოქრის დისწული ლომი, კუდიანი და გარდერობი ლომი, კუდიანი და გარდერობი
უფლისწული კასპიანი ლომი, კუდიანი და გარდერობი უფლისწული კასპიანი უფლისწული კასპიანი
განთიადის დამპყრობლის მოგზაურობა ცხენი და მისი ბიჭუნა განთიადის დამპყრობლის მოგზაურობა განთიადის დამპყრობლის მოგზაურობა
ვერცხლის სავარძელი უფლისწული კასპიანი ცხენი და მისი ბიჭუნა ცხენი და მისი ბიჭუნა
ცხენი და მისი ბიჭუნა განთიადის დამპყრობლის მოგზაურობა ვერცხლის სავარძელი ვერცხლის სავარძელი
ჯადოქრის დისწული ვერცხლის სავარძელი ჯადოქრის დისწული უკანასკნელი ბრძოლა
უკანასკნელი ბრძოლა უკანასკნელი ბრძოლა უკანასკნელი ბრძოლა ჯადოქრის დისწული