შინაარსზე გადასვლა

ლუკინების სახლი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუკინების სახლი
რუს. Дом Лукиных
კოორდინატები 47°12′47″N 38°55′38″E / 47.21305° ჩ. გ. 38.92718° ა. გ. / 47.21305; 38.92718
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი 1910-იანი წლები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101186000

ლუკინების სახლი (რუს. Дом Лукиных) — ძველი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. აგებულია 1910-იან წლებში. განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას.[1]

მისამართი: ტაგანროგი, ანტონ გლუშკოს შესახვევი № 15.

ისტორიული წყაროები ადასტურებენ, რომ სახლი თანამედროვე მისამართზე ჯერ კიდევ არსებობდა 1827 წელს[1]. თუმცა არაა ცნობილი რა მიზეზის გამო დაანგრიეს იგი. სახლი ხელახლა ააშენეს 1910-იან წლებში. ამ პერიოდში ორსართულიანი სახლის მფლობელები იყვნენ ლუკინების ოჯახის წარმომადგენლები. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით სახლი შეფასებული იყო 28 ათას რუბლად[2].

ვასილი პვლეს ძე ლუკინი განაგებდა ქალაქის საზღვაოსნო სკოლას და იყო წიგნ „ნავიგაციის“ ავტორი, რომელსაც მეზღვაურები იყენებდნენ, როგორც სახელმძღვანელოს. XX საუკუნის დასაწყისში იგი იყო საკრებულოს ხმოსანი წევრი და დონის სამიწათმოქმედო ბანკის ხელმძღვანელი[3]. იგი გარდაიცვალა კიევში 1919 წელს[2]. მისმა ცოლმა სოფია ლუკინამ ჯერ კიდევ 1908 წელს გახსნა საბავშვო სამზარეულო სახელწოდებით „რძის წვეთი“, ხოლო 1914 წელს ქალაქში პირველი საბავშვო ბაღი[3].

ლუკინის ოჯახში რამდენიმე ბავშვი იყო. გოგონა ვერა ლუკინა დაიბადა 1892 წლის 110 აგვისტოს, გათხოვილი იყო ქსინტარისზე, ბიჭი კონსტანტინე ლუკინი, მან მიიღო განათლება სანქტ-პეტერბურგის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში, 1921 წელს დაქორწინდა ევგენია გრეკოვაზე. ოჯახის მესამე შვილი იყო ბორის ლუკინი[2].

უცნობია როდის დაადგეს სახლს მესამე სართული, თუმცა ფაქტია, რომ 1918 წლის 7 ნოემბერს იგი უკვე არსებობდა. სახლი ლუკინების ოჯახს ეკუთვნოდა 1925 წლამდე. 1933 წელს შენობაში განათავსეს ქალაქის მუზეუმის ექსპონატები[2]. 1992 წლიდან სახლს იცავს კანონი, როგორც არქიტექტურის ძეგლს[1].

  1. 1.0 1.1 1.2 Жилой дом[მკვდარი ბმული]
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Гаврюшкин О. П. Г12 «По старой Греческой…» (Хроника обывательской жизни) — Т.: ООО «Издательство „Лукоморье“», 2012. — 514 с. — ISBN — 5-901565-15-0
  3. 3.0 3.1 Энциклопедия Таганрога