ლუკა თოიძე
იერსახე
ლუკა თოიძე | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 1855 |
წარმოშობა | გურია |
გარდ. თარიღი | 1961 |
ჟანრ(ებ)ი | ფოლკლორი |
საქმიანობა | მომღერალი |
ლუკა თოიძე (დ. 1883 — გ. 1961) — ქართველი თვითნასწავლი მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ღატაკი გლეხის, ივანეს ოჯახში. უსახსრობის გამო სკოლაში არ უვლია. სიმღერა ბავშვობიდან უყვარდა, კარგი მუსიკალური მონაცემები ჰქონდა და გიგო ერქომაიშვილის გუნდში მივიდა. ცოლად შეირთო გიგოს ქალიშვილი ანეტა. ჩამოაყალიბა საოჯახო გუნდი. ამბობდა „შემხმობარ“ ხმას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანზორ ერქომაიშვილი, „ბაბუა“ — „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1980