ლუი პუანსო
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ლუი პუანსო | |
---|---|
ფრანგ. Louis Poinsot | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 3 იანვარი 1777[1] [2] [3] [4] [5] [6] [5] |
დაბ. ადგილი | პარიზი[5] |
გარდ. თარიღი | 5 დეკემბერი 1859[1] [2] [3] [4] [5] [6] [5] [5] (82 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი[7] [5] |
დასაფლავებულია | პერ-ლაშეზის სასაფლაო |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | ანალიტიკური მექანიკა |
მუშაობის ადგილი | კონდორსეს ლიცეუმი, პოლიტექნიკური სკოლა და გრძედების ბიურო |
ალმა-მატერი | პოლიტექნიკური სკოლა, გზებისა და ხიდების ეროვნული სკოლა და ლუი დიდის ლიცეუმი |
განთქმული მოსწავლეები | ოგიუსტ კონტი |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი |
ლუი პუანსო (ფრანგ. Louis Poinsot; დ. 3 იანვარი, 1777, პარიზი — გ. 5 დეკემბერი, 1859, პარიზი) — ფრანგი მათემატიკოსი და მექანიკოსი. პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1813 წლიდან). დაამთავრა პარიზის პოლიტექნიკური სკოლა (1797), 1809 წლიდან პროფესორი იქვე. საფრანგეთის პერი (1846) და სენატორი (1852). მისი პირველი შრომები ეხება წესიერი ვარსკვლავა მრავალწახნაგების (პუანსოს მრავალწახნაგები) თეორიას. პუანსომ დაამუშავა მექანიკური სისტემების გამოკვლევის გეომეტრიული მეთოდები, შექმნა უძრავი წერტილის გარშემო მყარი სხეულის ბრუნვის თეორია (1834) და შემოიღო ინერციის ელიფოსიდის ცნება.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 225.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 http://www.senat.fr/senateur-2nd-empire/poinsot_louis0323e2.html
- ↑ 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive
- ↑ 3.0 3.1 Comité des travaux historiques et scientifiques — 1834.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 Academy of Sciences of Turin — 1757.
- ↑ 6.0 6.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — Leksikografski zavod Miroslav Krleža, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
- ↑ Пуансо Луи // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.