ლუი ვივიენ დე სენ-მარტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლუი ვივიენ დე სენ-მარტენი
ფრანგ. Louis Vivien de Saint-Martin
Vivien de Saint-Martin, Louis.jpg
დაბ. თარიღი 17 მაისი, 1802
დაბ. ადგილი სენ-მარტენ-დე-ფონტენე
გარდ. თარიღი 26 დეკემბერი, 1896
გარდ. ადგილი პარიზი
მოქალაქეობა საფრანგეთი[1]
მუშაობის ადგილი პარიზის უნივერსიტეტი
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი

ლუი ვივიენ დე სენ-მარტენი (ფრანგ. Louis Vivien de Saint-Martin; დ. 17 მაისი, 1802 — გ. 26 დეკემბერი, 1896) — ფრანგი გეოგრაფი. ავტორია ნაშრომისა „გეოგრაფიის ისტორია და გეოგრაფიული აღმოჩენები“ (1873) ატლასთან ერთად, სადაც მოცემულია გეოგრაფიული აღმოჩენებისა და უძველესი დროიდან მოყოლებული მოგზაურობების ისტორიის ფაქტობრივი შეჯამება. ეკუთვნის შრომები ჩრდილოეთ ამერიკის, მცირე აზიის, ძველი კავკასიის გეოგრაფიის შესახებ, 3-ტომიანი ნაშრომი ინდოეთის გეოგრაფიის შესახებ ანტიკური გეოგრაფების თხზულებებში და ისტორიული და თანამედროვე მსოფლიო გეოგრაფიის ატლასი. ხელს უწყობდა საფრანგეთში გეოგრაფიული ცოდნის გავრცელებას. 1863–75 წლებში გამოუშვა გეოგრაფიული წელიწდეული, რომელშიც ათავსებდა მოგზაურობებისა და გეოგრაფიული ლიტერატურის მიმოხილვას მოცემულ წელიწადზე. შეადგინა თავისი დროისათვის ძალიან მნიშვნელოვანი „მსოფლიო გეოგრაფიის ახალი ლექსიკონი“ (ტ. 1–7, 1877–95, დამატებითი ტომი — 1897).[2] საფრანგეთის გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი (1896). 1867 წლიდან პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.[3] დაჯილდოებულია საპატიო ლეგიონის ორდენით.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]