შინაარსზე გადასვლა

ლუის გუსმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუის გუსმანი

ლუის გუსმანი 2012 წელს
დაბადების სახელი ლუის გუსმანი
დაბადების თარიღი 28 აგვისტო, 1956 (1956-08-28) (68 წლის)
კაიეი, პუერტო-რიკო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1977–დღემდე

ლუის გუსმანი (ესპ. Luis Guzmán; დ. 28 აგვისტო, 1956) — პუერტორიკოელი მსახიობი. მეტწილად გვევლინება ავაზაკის ან პოლიციელის როლში. შესრულებული აქვს როლები სტივენ სოდერბერგის ფილმებში: „მხედველობის არის მიღმა“ (1998), „ინგლისელი“ (1999), „ვაჭრობა“ (2000); გადაღებულია პოლ ტომას ანდერსონის ფილმებში: „ბუგის სტილის ღამეები“ (1997), „მაგნოლია“ (1999), „გამაოგნებელი სიყვარული“ (2002). გაახმოვანა რიკარდო დიასი ვიდეო თამაშებში: Grand Theft Auto: Vice City და Grand Theft Auto: Vice City Stories. მთავარი როლი შეასრულა HBO-ის ტელესერიალში How to Make It in America. ლუის გუსმანი დაიბადა პუერტო-რიკოს ქალაქ კაიეიში, დედამისის — ჰოსპიტალის მუშაკის როზას და მამინაცვალის — ბენჟამინ კარდონას ოჯახში. გაიზარდა ნიუ-იორკში. იყო სოციალური მუშაკი, გარდა ამისა მუშაობდა მსახიობად. საბოლოოდ, გამოდიოდა ქუჩის თეატრებსა და დამოუკიდებელ ფილმებში. ლუის გუსმანი ამჟამად ცხოვრობს ქალაქ სატონში.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1990 კითხვები და პასუხები Q&A დეტექტივი ვალენტაინი
1993 კარლიტოს გზა Carlito's Way პაჩანგა
1997 ბუგის სტილის ღამეები Boogie Nights მორის როდრიგესი
1998 მხედველობის არის მიღმა Out of Sight ჩინო
1999 მაგნოლია Magnolia ლუისი
1999 ინგლისელი The Limey ედუარდო როელი
2000 ვაჭრობა Traffic რეი კასტრო
2002 გამაოგნებელი სიყვარული Punch-Drunk Love ლენსი
2003 ბრაზის მართვა Anger Management ლუ
2006 სწრაფი კვების ქვეყანა Fast Food Nation ბენი
2011 არტური Arthur ბიტერმანი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]