ლუდივინ სანიე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუდივინ სანიე
Ludivine Sagnier
Ludivine Sagnier Cannes 2010 2.jpg
ლუდივინ სანიე კანის კინოფესტივალზე, 2010 წელი
დაბ. სახელი ლუდივინ სანიე
დაბ. ადგილი ლა სალ-სენ-კლოდი, იველინი, საფრანგეთი
დაბ. თარიღი 3 ივლისი, 1979
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
წლები 1989–დღემდე

ლუდივინ სანიე (ფრანგ. Ludivine Sagnier; დ. 3 ივლისი, 1979, ლა სალ-სენ-კლოდი, იველინი, საფრანგეთი) — ფრანგი მსახიობი და მოდელი. სანიე ნომინირებული იყო სეზარის პრემიაზე მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმებში: „აუზი“ და „საიდუმლო“.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ლუდივინ სანიე დაიბადა 1979 წლის 3 ივლისს. დედამისი ექს მდივანია, ხოლო მამამისი პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი.[1] ლუდივინ სანიემ თეატრალურ კურსებზე გამოსვლები ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში დაიწყო. მისი კინოკარიერა ათვლას 1989 წლიდან იწყებს, როდესაც იგი გადაიღეს ფილმში „ქმრები, ცოლები, საყვარლები“. იმ მომენტისთვის ლუდივინ სანიე მხოლოდ 8 წლისა იყო.

ერთი წლის შემდეგ, სანიე ისევ იღებს როლს კინოში. ამჯერად მონაწილეობა მიიღო ფილმში „სირანო დე ბერჟერაკი“, სადაც მისი პარტნიორი გახდა ფრანგული კინოს ვარსკვლავი ჟერარ დეპარდიე. შემდეგ როლი მიიღო სერიალში. 1990-იან წლებში უმეტესწილად სერიალებში მონაწილეობდა. ამავე წლებში ეპიზოდური როლები მიიღო რამდენიმე კინოფილმში. 2000 წლის შემდეგ იგი რეგულარულად იღებს კინოში როლებს. 2000 წელს ითამაშა ფრანსუა ოზონის ფილმში „წვიმის წვეთები გაბზარულ კლდეებზე“. 2002 წელს გამოდის ცნობილი ფილმი „8 ქალბატონი“, 2003 წელს „აუზი“.

ერთ-ერთი ბოლო როლი მიიღო ფილმში „ქვეყნის პირველი მტერი № 1: ლეგენდა“, სადაც მოთხრობილია ლეგენდარულ მძარცველსა და საზოგადოდ ცნობილ ჟაკ მერინზე.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართულად ორიგინალური სახელწოდება როლი
1990 სირანო დე ბერჟერაკი Cyrano de Bergerac უმცროსი და
1999 საუკუნის შვილები Children of the Century ჰერმინ დე მუსე
2000 წვიმის წვეთები გახურებულ ქვებზე Gouttes d'eau sur pierres brûlantes ანა
2001 ჩემი ცოლი მსახიობია Ma Femme est une actrice ჯერალდინა
2002 8 ქალი 8 femmes კატერინა
2003 აუზი Swimming Pool ჯული
2003 პატარა ლილი La Petite Lili ლილი
2003 პიტერ პენი Peter Pan ტინკერ ბელი
2006 მე შენ მიყვარხარ პარიზო Paris, je t'aime კლერი
2007 სიმღერები სიყვარულზე Love Songs ჯული პომერაიე
2007 მოლიერი Molière სელიმენი
2008 ქვეყნის პირველი მტერი Mesrine სილვია ჟანჟაკო
2010 კრიმინალური სიყვარული Love Crime იზაბელ გუერინი
2011 ეშმაკის ორეული The Devil's Double სარაბი

ჯილდოები[რედაქტირება]

ლუდივინ სანიე სხვადასხვა დროს ნომინირებული იყო სეზარის პრემიაზე, მისი კანდიდატურა წამოყენებული იყო ასევე ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდოს ნომინაციაზე.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება]

  • ლუდივინ სანიე სიმაღლეში 1.60 სმ-ია;
  • აქტიურად ღებულობს მონაწილეობას ფოტოსესიებში;
  • სორბონში დაამთავრა ფილოლოგიური ფაკულტეტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Tang, Jean (6 July 2003). MORE THAN MEETS THE EYE. The Boston Globe.