ჟაკ მერინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჟაკ მერინი
ნამდვილი სახელი ჟაკ მერინი
დაბ. თარიღი 28 დეკემბერი, 1936
დაბ. ადგილი კლიში-ლა-გარენი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 2 ნოემბერი, 1979
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთი

ჟაკ მერინი (ფრანგ. Jacques Mesrine; დ. 28 დეკემბერი, 1936 — გ. 2 ნოემბერი, 1979) — ფრანგი ბოროტმოქმედი, რომელიც უმთავრესად მოქმედებდა საფრანგეთში, ხოლო შეზღუდულად კანადაში.

ჟაკ-რენე მერინი დაიბადა პარიზთან ახლოს მდებარე კომუნაში, 1936 წლის 28 დეკემბერს. სწავლობდა ერთ-ერთ პრესტიჟულ კათოლიკურ სკოლაში, საიდანაც ინციდენტის გამო გარიცხეს. 1955 წელს დაქორწინდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ალჟირში წავიდა საომრად. 1959 წელს დაბრუნდა საფრანგეთში. 1961 წლის 4 ნოემბერს მეორეჯერ დაქორწინდა.

პირველად მერინი დაიჭირეს 1962 წელს ბანკის გაძარცვის გამო. იმ დროისათვის უკვე პროფესიონალი მძარცველი იყო. მიესაჯა 18 თვით თავისუფლების აღკვეთა. ციხიდან გაათავისუფლეს 1963 წელს. სამუშაოდ მოეწყო არქიტექტურულ კომპანიაში, თუმცა შემცირების გამო 1964 წელს გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, მერინი ისევ დაუბრუნდა კრიმინალურ სამყაროს. 1965 წლის 2 დეკემბერს დააპატიმრეს პალმა-დე-მალიორკაზე, სამხედრო გუბერნატორის აგარაკზე, დოკუმენტების მოპარვის გამო. მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 1966 წლის ოქტომბერში კანარის კუნძულებზე გახსნა რესტორანი. იმავე წლის დეკემბერში გაძარცვა საიუველირო მაღაზია ქალაქ ჟენევაში. 1967 წლის მაისში ქალაქ კომპიენში გახსნა სასტუმრო. 1967 წლის 15 ნოემბერს შამონში გაძარცვა სასტუმრო. 1968 წელს კანადაში გაიქცა. ერთი წლის შემდეგ მიდის აშშ-ში. 1972 წლის ბოლოსთვის მერინი ბრუნდება მშობლიურ საფრანგეთში, სადაც აგრძელებს ბანკების ძარცვას.

სხვადასხვა დროს აგრეთვე გაქცევაში იმყოფებოდა სიცილიაში, ალჟირში, ლონდონში, ბრიუსელში, ხოლო 1978 წელს დაბრუნდა პარიზში. ჟაკ მერინი მოკლეს 1979 წლის 2 ოქტომბერს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]