ლუდვიგ II (ბადენის დიდი ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუდვიგ II
Ludwig II., Großherzog von Baden

ლუდვიგი დედასთან და და-ძმებთან ერთად
ბადენის დიდი ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1852
მმართ. დასასრული: 1856
წინამორბედი: ლეოპოლდ ფონ ბადენი
მემკვიდრე: ფრიდრიხ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1824 წლის 15 აგვისტო
დაბ. ადგილი: კარლსრუე, ბადენი
გარდ. თარიღი: 1858 წლის 22 იანვარი
გარდ. ადგილი: კარლსრუე, ბადენი
დინასტია: ცერინგენები
მამა: ლეოპოლდ ფონ ბადენი
დედა: სოფია შვედი

ლუდვიგ II (გერმ. Ludwig II., Großherzog von Baden; დ. 1824 წლის 15 აგვისტო — გ. 1858 წლის 22 იანვარი) — ბადენის დიდი ჰერცოგი 1852—56 წლებში, რომელიც ფსიქიკურად დაავადების გამო არ მართავდა სახელმწიფოს. ძალაუფლება მინიჭებული ჰქონდა მის ძმას, ფრიდრიხ I-ს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუდვიგი იყო ბადენის დიდი ჰერცოგის, ლეოპოლდისა და სოფია შვედის შვილი.

1852 წლის 24 აპრილიდან ლუდვიგი ბადენის დიდი ჰერცოგის ტიტულს ატარებდა, თუმცა როგორც სულით ავადმყოფი, მართვისუნარიანად არ ითვლებოდა. ამიტომ მან სახელმწიფო საქმიანობები თავის ძმას, ფრიდრიხს გადააბარა, რომელმაც უკვე 1856 წელს ბადენის დიდი ჰერცოგის ტიტული მიიღო.

ლუდვიგ II ფონ ბადენი იყო ქალაქ კარლსრუეს საპატიო მოქალაქე. გარდაიცვალა 33 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hans Leopold Zollner: „Der Großherzog, der nie regierte“, in: Evangelische Kirchenzeitung für Baden, 1983, Seite 10(გერმანული)
  • Hermann Oncken: Großherzog Friedrich I. von Baden und die deutsche Politik von 1854—1871: Briefwechsel, Denkschriften, Tagebücher. 2 Bände. Stuttgart: Deutsche Verlags-Anstalt, 1927.(გერმანული)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]