ლუბნა ტაჰტამუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუბნა ტაჰტამუნი
დაბადების სახელი ლუბნა ჰამიდ ტავფიკ ტაჰტამუნი
დაბადების თარიღი 24 იანვარი, 1976 (1976-01-24) (48 წლის)
ირდანია
განათლება იორდანიის უნივერსიტეტი
კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა ბიოლოგი განვითარებად ბიოლოგიასა და კიბოს კვლევაში
ორგანიზაცია ჰაშიმიდების უნივერსიტეტი
ჯილდოები
  • ლორეალ-იუნესკოს პან-არაბული რეგიონალური სტიპენდია ქალთა მეცნიერებაში
  • OWSD ჯილდო ახალგაზრდა ქალ მეცნიერთათვის განვითარებად მსოფლიოში

ლუბნა ჰამიდ ტავფიკ ტაჰტამუნი (არაბ. لبنى تهتموني; დ. 24 იანვარი 1976, იორდანია) — იორდანიელი ბიოლოგი, რომელიც ცნობილია თავისი საქმიანობით განვითარებად ბიოლოგიასა და კიბოს კვლევის სფეროში. იორდანიის ქალაქ ზარქაში მდებარე ჰაშიმიდების უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. თავისი საქმიანობით მოიგო მრავალი ჯილდო ძუძუს კიბოსთან ბრძოლაში და ცნობილია, როგორც უფლებადამცველი, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდა ქალებს არაბულ სამყაროში აირჩიონ კარიერა მეცნიერებაში. 2016 წელს BBC-მ იგი 100 ქალთა სიაში შეიყვანა.

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაჰტამუნი ექვს შვილიანი ოჯახის მესამე ბავშვია და გაიზარდა იორდანიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ირბიდში, რომელიც ცნობილია თავისი კარგად განათლებული მოსახლეობით.[1] სწავლობდა იორდანიის უნივერსიტეტში, სადაც 1997 წელს ბაკალავრის და 2000 წელს მაგისტრის წოდება მიიღო.[2] ტესტში მაღალი ქულის მიღების გამო, ჩაირიცხა და სწავლა განაგრძო ბიოლოგიის პროგრამაზე. მაგისტრის წოდებისთვის, იგი მუშაობდა სპეციალიზირებული რეპროდუქციული ბიოლოგიის განვითარებაზე, ქვეშ ჰამიდ ალ-ჰაჯის მეთვალყურეობის ქვეშ.[3]

თავისი სადოქტორო წოდება მიიღო აშშ-ში, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 2005 წელს დაამთავრა, სადაც მუშაობდა ემბრიონის მიგრაციასა და მეტასტაზურ უჯრედებზე, ჯეიმზ ბამბურგის ხელმძღვანელობით. თავისი წარმატებასა და აშშ-ში სწავლისთვის მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს, რომელიც მას მისი სამეცნიერო კარიერაში მხარი დაუჭირა.[3]

ჯილდოები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2013 წლის კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული საერთაშორისო კურსდამთავრებული.[4]
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კოლეჯის ზაფხულის საერთაშორისო სტიფენდიის პრემია, 2012.
  • ლორეალ-იუნესკოს პან-არაბული რეგიონალური სტიპენდია ქალთა მეცნიერებაში, 2011.
  • 2011 წლის ქალთა ორგანიზაცია ქალები მეცნიერებაში განვითარებადი მსოფლიოსთვის (OWSD) ჯილდო არაბული რეიონის ახალგაზრდა ქალი მაცნიერები ბიოლოგიაში.
  • მეფე ჰუსეინის ბიოტექნოლოგიისა და კიბოს ინსტიტუტის (KHIBC) პრიზი, 2009.
  • პირველი ადგილი სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კონკურსში, მეფე აბდალაჰის ფონდი განვითარებისთვის, ჰაშიმიდების უნივერსიტეტი, 2008.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wilkie, Dana. (November 2016) Women Making Their Marks. ციტირების თარიღი: 8 December 2016
  2. Lubna H. T. Tahtamouni. ციტირების თარიღი: 8 December 2016
  3. 3.0 3.1 Al Harithi, Amal (3 May 2015). „Dr. Lubna Tahtamouni, One of The Top 10 Scientists In The World“. Arab Woman Platform. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი 2016. ციტირების თარიღი: 8 December 2016.
  4. http://staff.hu.edu.jo/temp.aspx?pno=16&id=pytjhLqE6Ao=