ლტოლვილები აზერბაიჯანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

2009 წლის ოფიციალური მონაცემებით, მილიონზე მეტი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს აზერბაიჯანში[1]. ძირითადად ლტოლვილები ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან მთიანი ყარაბაღიდან და მის შვიდ მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელსაც დღეს თვითაღიარებული ე.წ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა აკონტროლებს.

ლტოლვილები სომხეთიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979 წლის აღწერის თანახმად, აზერბაიჯანელთა რიცხვი 160,841 იყო და სომხეთის მოსახლეობის 5.3% შეადგენდა[2]. 1987 წელს მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო არეულობამ გამოიწვია აზერბაიჯანელების ხშირი შევიწროება და ისინი იძულებულნი გახდნენ სომხეთი დაეტოვებინათ[3]. 1988 წლის 25 იანვარს სომხეთის აზერბაიჯანელი ლტოლვილების პირველი ტალღა დასახლდა ქალაქ სუმგაითში[3][4]. ამრიგად, 1988-91 წლებში დანარჩენი აზერბაიჯანელები იძულებულნი იყვნენ გაქცეულიყვნენ აზერბაიჯანში[5].

მთიანი ყარაბაღიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანელი ლტოლვილების ბანაკები ბეილაგანში

მთიანი ყარაბაღის ომის დროს მთიანი ყარაბაღის რეგიონი და მისი შვიდი მიმდებარე რაიონი ოკუპირებულ იქნა სომხეთის მიერ. შედეგად, ხალხმა საკუთარი სახლები დატოვა. იძულებით გადაადგილებული პირები წარმოდგენილნი არიან აზერბაიჯანში არსებული 76 ადმინისტრაციულ რაიონში. თავდაპირველად, მათი უმრავლესობა ცხოვრობდა კარვების ბანაკებსა და საჯარო შენობებში, როგორიცაა სკოლები, ჰოსტელები და საერთო საცხოვრებლები. 2001 წლიდან მთავრობამ გაზარდა ძალისხმევა დევნილთა პრობლემების გადაჭრის მხრივ. 2002 წელს დაიწყო ახალი დასახლებების მშენებლობა და 2007 წლის ბოლოსთვის ყველა კარვის ბანაკი გაუქმდა[1].

აზერბაიჯანის მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით დაიწყო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ ოკუპირებულ რეგიონებში დევნილთა დაბრუნების ჩარჩო გეგმის შემუშავება (დიდი დაბრუნების პროგრამა)[1].

უცხოელი ლტოლვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს 50 ათასამდე თურქი მესხები შუა აზიიდან გადმოსახლდნენ და მიიღეს თავშესაფარი აზერბაიჯანში. 1998 წლის „მოქალაქეობის შესახებ“ კანონის თანახმად, მათ ყველას აქვთ უფლება მიიღონ მოქალაქეობა.

ლტოლვილის სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წელს მიღებულ იქნა კანონი „მოქალაქეობის შესახებ“. 1999 წელს მიღებულ იქნა კანონი „ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ“ (იძულებით გადაადგილებულ პირთა ქვეყნის შიგნით) და კანონი „იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ და მასთან გათანაბრებული პირების შესახებ[6].

ლტოლვილის სტატუსის მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის მინიჭების საკითხები, აგრეთვე ლტოლვილის სტატუსის ჩამორთმევის საკითხის გადაწყვეტა ხდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ. ლტოლვილის სტატუსის მიღების მსურველებმა უნდა მიმართონ განცხადებით  აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამის აღმასრულებელ ორგანოს. იძულებით გადაადგილებული სტატუსის მოპოვების მსურველებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამის აღმასრულებელ ორგანოში რეგისტრაცია უნდა გაიარონ[6].

განცხადებაზე უარის მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის მიღება მტკიცდება წერილით გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, უარის მიზეზის სავალდებულო მითითებით. პირს, რომელიც უცხადებენ გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი ფორმით. ეს გადაწყვეტილება ეგზავნება შესაბამის აღმასრულებელ ორგანოს იმ მიზნით, რომ პირმა დატოვოს აზერბაიჯანის ტერიტორია. უარის მიღებისას პირი უფლებამოსილია გაასაჩივროს გადაწყვეტილება სასამართლოში[6].

ლტოლვილის ან იძულებითი გადაადგილებულის სტატუსის დაკარგვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირს, რომელსაც აქვს ლტოლვილის ან იძულებით გადაადგილებულის სტატუსი, შეიძლება დაკარგოს (ან ჩამოერთვას) ეს სტატუსი შემდეგ შემთხვევებში:

  • მოქალაქეობის დაკარგვისასა და ხელახალი მიღებისას;
  • იმ ტერიტორიაზე ნებაყოფლობით დასახლებისას, რომელიც პირმა დატოვა;
  • აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეძენისას;
  • სახელმწიფო უშიშროებისთვის საფრთხის წარმოდგენისას;
  • ლტოლვილის ან იძულებით გადაადგილებულის სტატუსის მიღებისას ფიქტიური ინფორმაციის ან ყალბი დოკუმენტების წარდგენით;
  • თავისუფლების აღკვეთის დროს სერიზული დანაშაულის გამო[6].

ლტოლვილთა უფლებები და შეღავათები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლტოლვილთა უფლებები აზერბაიჯანში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს აქვთ შემდეგი უფლებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე:

  • დროებითი ბინადრობის ადგილისა და საკუთრების გადაადგილებისთვის უფასო მოგზაურობა;
  • სამედიცინო შემოწმების გავლა და პრეპარატების მიღება უფასოდ;
  • მარტოსულ პენსიონერთა და შრომის უუნარო შეზღუდული შესაძლებლობის პირების განლაგება სოციალური უზრუნველყოფის დაწესებულებებში;
  • ლტოლვილის ან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მოპოვება ამ კანონის დადგენილ ვადაში;
  • მატერიალური და სხვა სახის ზიანის ანაზღაურების საკითხის დღის წესრიგში ჩასმა;
  • სამართალწარმოების დაწყება დარღვეული უფლებების დაცვის შესახებ;
  • ჰუმანიტარული დახმარების გამოყენება;
  • რწმენის თავისუფლება;
  • ლტოლვილის მოწმობისა და სამგზავრო მოწმობის მიღება, რომელიც ანიჭებს პირს უფლებას აზერბაიჯანის საზღვრის გარეთ გადაადგილებას[6].

შეღავათები ლტოლვილებისთვის აზერბაიჯანში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფა;
  • დასაქმების უზრუნველყოფა;
  • სოციალური დაცვა;
  • სამედიცინო მომსახურება;
  • განათლების უფლების უზრუნველყოფა;
  • საგადასახადო შეღავათები;
  • მატერიალური დახმარება[6].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]