ლომისგორის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლომისგორის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის ჩრდილოეთით, 2 კილომეტრზე, შემაღლებულ ადგილას, თარიღდება შუა საუკუნეებით.

დანგრეულია შემორჩენილია ჩრდილოეთ კედელი - მთელ სიგრძეზე. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდი და დასავლეთ კედლის მცირე ნაწილი. ეკლესია ნაგები იყო ნატეხი ქვით და ფიქლით. აღმოსავლეთით დასრულებული ყოფილა ნახევარწრიული, შვერილი აფსიდით, რითიც დარბაზისგან მხრებით იყო გამოყოფილი (გარეთა ზომები: სიგრძე - 14 მეტრი, სიგანე დაახლოებით - 7 მეტრი). შესასვლელი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ჰქონია. დარბაზის შუაში შემორჩენილია ორიოდე მეტრის სიგრძის კედლის ნაშთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]