ლოლიტა ტორესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლოლიტა ტორესი
დაბადების სახელი ბეატრის მარიანა ტორესი
დაბადების თარიღი 14 ნოემბერი, 1930
აველიანდა, არგენტინა
გარდაცვალების თარიღი 14 სექტემბერი, 2002
ბუენოს-აირესი. არგენტინა
მოქალაქეობა არგენტინის დროშა არგენტინა
პროფესია მომღერალი, მსახიობი
აქტიური 1942-1993

ბეატრის მარიანა ტორესი (ესპ. Beatriz Mariana Torres), დაბ. ბეატრის მარიანა ტორესი ირიარტე (ესპ. Beatriz Mariana Torres Iriarte),  ცნობილია ლოლიტა ტორესის ფსევდონიმით (ესპ. Lolita Torres )1930-2002) — არგენტინელი მომღერალი და მსახიობი. მომღერალ დიეგო ტორესის დედა.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეატრის მარიანა ტორესი დაიბადა 1930 წლის 26 მარტს არგენტინის ქალაქ აველანედაში (ბუენოს აირესის პროვინცია). სარკინიგზო ტელეგრაფისტ პედრო ტორესის და ანჟელიკა ირიარტეს ქალიშვილი. ბავშვობიდან ოჯახში ლოლიტას ეძახდნენ.  ფსევდონიმი "ლოლიტა" მისმა ბიძამ ექტორმა მოიგონა.  შვიდი წლის ასაკში გოგონა უკვე ოსტატურად ასრულებდა ხალხურ ცეკვებს. 10 წლისა  ჩაირიცხა ბუენოს-აირესის კლასიკური ესპანური ცეკვის სკოლაში. 1942 წელს მისი დებიუტი წარმატებით შედგა დედაქალაქის თეატრის "ავენიდას"  სცენაზე. მსახიობის დედა ადრე გარდაიცვალა - 33 წლის ასაკში, როდესაც ლოლიტა თოთხმეტი წლის იყო.

არგენტინელ მსახიობ რიკარდო პასანოსთან ერთად-1952 წ.

1944 წელს  შედგა მისი დებიუტი კინოში, როდესაც შეასრულა სიმღერა  "Gitano Jes "s" ფილმში La danza de la fortuna (ბედის ცეკვა ) და ჩაწერა პირველი დისკი სიმღერებით "Te lo juro yo" და "Gitano Jesús". 1951 წელს ლოლიტა ტორესმა ითამაშა ფილმში "მარილის და პილპილის რიტმში". ფილმმა La niña de fuego (ცეცხლოვანი გოგონა) დიდი წარმატება მოუტანა, რომელიც რეკორდული გამოდგა მაყურებელთა დასწრების რაოდენობით.

1961 წელი
ფილმში "სიყვარულის ასაკი" ალბერტო დალბესთან ერთად

1950-იან წლებში ლოლიტა ტორესმა ითამაშა რამდენიმე მიუზიკლში, რომლის რეჟისორი იყო ჯულიო სარასენი (ესპანელი): „კოლეჯშისაუკეთესო“, „ეკლესიის თაგვზე უფრო ღარიბი“, „ სასიძო ლორასათვის“, „სიყვარულის ასაკი“, „ერთი ნახვით შეყვარება ”და სხვ. მისი პარტნიორი ბევრ ფილმში  იყო ალბერტო დალბესი. მსახიობის პოპულარობა უსაზღვრო იყო ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. იგი გახლდათ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი არგენტინაში.

ლოლიტა ტორესი ორჯერ იყო დაწორწინებული. 1957 წელს მსახიობ ის ცოლად გაჰყვა სამოქალაქო ავიაციის მფრინავ სანტიაგო როდოლფო ბურასტეროზე; 1959 წელს მალე მათი ვაჟის დაბადებიდან,  ქმარი დაიღუპა ავიაკატასტროფაში.

1965 წელს მსახიობი მეორედ დაქორწინდა.  მისი მეუღლე გახდა  ხულიო ცეზარო კაჩია.  წყვილს ოთხი შვილი  შეეძინა, მათ შორის პოპულარული მომღერალი დიეგო ტორესი.

შვილებთან ერთად 1967 წ.

მსახიობის ბოლო კინოროლი იყო დრამა Allá en el Norte (იქ, ჩრდილოეთში), 1968 წელს მან ითამაშა სპექტაკლში „დაე, გავიდეს წლები“.  ლოლიტა ტორესი ყოველთვის აქტიურად მოღვაწეობდა სცენაზე.  მონაწილეობდა  კონცერტებში.1970 წლიდან დაწყებული თამაშობდა თეატრალურ დადგმებსა და ტელესპექტაკლებში: „წმინდა სიულპისის და“, „სენიორიტა შუაღამე“, „როგორც ორი წყლის წვეთი“, "შანდლები", "მარიანა", "გორიონი" "სისხლი და არენა"და სხვ.

1993 წელს ლოლიტა ტორესმა ითამაშა ავტობიოგრაფიულ საოჯახო-მუსიკალურ ტელენოველაში "მიეცი მას, ლოლა", რომელშიც მასთან ერთად მონაწილეობდა მისი ოთხი შვილი. ტელენოველა თვენახევარი გრძელდებოდა.

მერიის ოქროს სალონის საკანონმდებლო აქტით 2002 წლის 20 აგვისტოს ლოლიტა ტორესი გამოცხადდა ბუენოს- აირესის გამორჩეულ მოქალაქედ.[2][3]

მსახიობი გარდაიცვალა ბუენოს-აირესში, 2002 წლის 14 სექტემბერს.

მსახიობის პატივსაცემად მშობლიურ ქალაქ აველანედაში მოედანს უწოდეს ლოლიტა ტორესის სახელობის მოედანი.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Plazaola, Luis Trelles. South American Cinema: Dictionary of Film Makers. La Editorial, UPR, 1989.

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Lolita Torres". l[მკვდარი ბმული] legacy.com. San Diego Union-Tribune, Sep. 19, 2002. Retrieved 27 December 2020.
  2. https://www.imdb.com/name/nm0868729/bio?ref_=nm_ov_bio_sm
  3. https://www.imdb.com/name/nm0868729/bio?ref_=nm_ov_bio_sm
  4. "Plaza Lolita Torres, Avellaneda"[მკვდარი ბმული]. www.inspirock.com/. Retrieved 27 December 2020.