ლოკალური ქსელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლოკალური ქსელი (ინგლ. local area network შემოკლებით LAN) — კომპიუტერული ქსელი, შემდგარი ფიზიკურად ერთმანეთთან ახლოს მდგომი კომპიუტერებისაგან, რომლებიც ერთობლივად იყენებენ, აპარატურულ, პროგრამულ რესურსებსა და მონაცემებს. როგორც წესი ლოკალური ქსელის ერთი ან რამდენიმე კომპიუტერი ასრულებს ფაილების სერვერის ფუნქციას. LAN-ის განმსაზღვრელი მახასიათებლები, ფართო ქსელების (WAN), განსხვავდება იმით რომ აქვს ინფორმაციის გადაცემის მაღალი სიჩქარე, ესაჭიროება მცირე გეოგრაფიული ადგილი და არ საჭიროებს იჯარიან სატელეკომუნიკაციო ხაზებს.

ARCNET, Token Ring და სხვა ტექნოლოგიური სტანდარტები გამოიყენებოდა წარსულში, მაგრამ ამჟამად Ethernet ტექნოლოგია გრეხილ წყვილიან კაბელების გამოყენებით და Wi-Fi არის ყველაზე გავრცელებული ტექნოლოგიები რომლებიც გამოიყენება LAN-ში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960-ან წლებში კომპიუტერების უნივერსიტეტებსა და კვლევით ლაბორატორიებში გამოყენების ზრდადმა მოთხოვნილებამ გამოიწვია, კომპიუტერებს შორის მაღალ სიჩქარიანი კავშირგაბმულობის აუცილებლობა.

Cambridge Ring შეიქმნა კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ 1974 წელს, მაგრამ არასოდეს ჩამოყალიბებულა წარმატებული კომერციულ პროდუქტად. Ethernet შექმნილი იყო Xerox parc მიერ 1973-1975 და დაპატენტებული, როგორც აშშ Patent 4.063.220. ARCNET შეიმუშავა Datapoint კორპორაციამ 1976 წელს და გამოაქვეყნა 1977 წელს. მისი პირველი კომერციული დანერგვა მოხდა 1977 ბანკ Chase Manhattan, ნიუ-იორკში

სტანდარტიზაციის ევოლუცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერსონალური კომპიუტერების განვითარებამ და გავრცელებამ CP/M ოპერაციული სისტემის გამოყენებით 1970 წლების მიწურულს და შემდგომ DOS ბაზაზე დაფუძნებული სისტემების 1981 წლიდან, ნიშნავდა რომ ბევრი საიტი გაიზარდა რამდენიმე ათეულ ან თუნდაც რამდენიმე ასეულ კომპიუტერამდე. თავდაპირველური ქსელების განვითარების მიზანი იყო მეხსიერებისა და პრინტერების გაზიარება, იმ დროისათვის ეს ორივე ყველაზე ძვირადღირებული გახდათ.

თავდაპირველად ძნელად ხერხდებოდა ფიზიკური შრის და ქსელური პროტოკოლების გაერთიანება. ჩვეულებრივ ყველა მწარმოებელს გააჩნდა საკუთარი ქსელური მოწყობილობა, სადენები, პროტოკოლები და ქსელური ოპერაციული სისტემა. გამოსავალი გამოჩნდა Novell NetWare გაჩენისას, რომელიც ითვალისწინებდა ყველა არსებული კონკურენტების ქსელურ მოწყობილებებს და დაკაბელებას. ასევე გააჩნდა უფრო რთული ოპერაცილი სისტემა ვიდრე სხვა არსებულ კონკურენტებს. Netware დომინირებდა ყველა პერსონალურ კომპიუტერების ქსელში 1983 წლიდან მისი გამოჩენიდან 1990 წლების შუა რიცხვებამდე მანმდე სანამ Microsoft წარმოადგენდა Windows NT Advanced Server და Windows სამუშაო ჯგუფებისთვის (Workgroups).

NetWare-ის კუნკურენტებს შორის მხოლოდ Banyan Vines გააჩნდა სათანადო ტექნიკური სიძლიერე, მაგრამ Banyan ვერ მოიპოვა უსაფრთხო ბაზა. Microsoft და 3Com ერთად მუშაობდნე მარტივ ქსელურ ოპერაციული სისტემის შექმნაზე, რომელიც ყალიბდებოდა 3Com's 3+Share Microsoft's LAN Manager და IBM's LAN Server ბაზებზე მაგრამ არც ერთი მათგანი არ ყოფილა წარმატებული.

ამავე პერიოდში Unix-ის კომპიუტერები მწარმოებლებისაგან როგორებიცაა Sun Microsystems, Hewlett-Packard, Silicon Graphics, Intergraph, NeXT და Apollo იყენებდნენ TCP/IPზე დამყარებულ ქსელებს. რა თქმა უნდა ეს ვაჭრობის სფერო ახლა უფრო მწირია. ამ სფეროში გამოგონებული ტექნოლოგიები დიდ გავლენას ახდენენ ინტერნეტზე და ორივე Linux-ის და Apple Mac OS X-ის ქსელებზე და TCP/IP პროტოკოლმა თითქმის ბოლომდე ჩაანაცვლა IPX, AppleTalk, NBF და სხვა ქსელური პროტოკოლები, რომლებიც გამოიყენებოდა ადრეულ კომპიუტერულ ქსელებში.


დასადენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული კომპიუტერული ქსელები ყოველთვის დაფუძნებული იყო სხვადასხვა ტიპის კოაქსიალურ კაბელებზე. თუმცა დაცული გრეხილ წყვილი იყო გამოყენებული IBM–ის Token Ring დანერგვაში, 1984-ში StarLAN წარმოადგინა უბრალო დაუცველი გრეხილ წყვილის (UTP) პოტენციალი Cat3 გამოყენებით, იგივე სადენი გამოიყენებოდა სატელეფონო კავშირში. ამან საფუძველი ჩაუყარა 10Base-T (და მისი შთამომავლების) და სტრუქტურული დასადენების განვითარებას, რაც დღემდე კომერციული ქსელების საფუძველს წარმოადგენს, ამასთანავე ოპტიკურ ბოჭკოვანი სადენები უფრო ხშირად გამოიყენება კომერციულ პროგრამებში.

რადგანაც დასადენება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, უსადენო ქსელები Wi-Fi უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება, რადგანაც მის მიერ სადენების გამოყენება მინიმალურია და კარგადაა მორგებული მობილურ ლეპტოპებზე და სმარტფონებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაიაშვილი, „საოფისე კომპიუტერული პროგრამები“, თბ., 2011