ლოდობანას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლოდობანას ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდაში.

ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ნაგებობაა, ნაგებია ნაწილობრივ დამუშავებული ტუფის ქვით კირ-დუღაბზე. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აფსიდა ნახევარწრიულია და მხრით გამოყოფილი. ინტერიერში დევს ადრეშუა და სამცხე-ჯავახეთის გარდამავალი ხანისთვის მახასიათებელი ვარდულის სტილიზებული მედალიონის რელიეფულგამოსახულებიანი ქვა. იგი ძლიერ დაზიანებულია, ხოლო კედლები შემორჩენილია სანახევროდ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38188