ლიხნის წერილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლიხნის წერილის ხელმოწერა

ლიხნის წერილი, ლიხნის მიმართვა (რუს. Лыхненское обращение) — 1989 წლის 18 მარტს მაშინდელი აფხაზეთის საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელობით შედგენილი პეტიცია. წერილს თან დევს იდეა, რომ ქართველები მუდამ ჩაგრავდნენ აფხაზ ხალხს. მიმართვაში მრავალადაა ისტორიულ-ფაქტობრივი დამახნიჯებები.

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის 18 მარტს აფხაზეთში, სოფელ ლიხნში შეიკრიბა რამდენიმე ათეული ათასი აფხაზი ეროვნების კაცი. მათ შორის იყვნენ საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის, მეცნიერების, მწერლობის, შემოქმედებითი ორგანიზების, მუშათა კლასის, გლეხობისა და ახალგაზრდობის წარმომადენლები.

„ლიხნის მიმართვას“ ხელს აწერდნენ:

  1. ბ. ადლეიბა – აფხაზეთის ობკომის პარტიის პირველი მდივანი, სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზკომის ბიუროს წევრი.
  2. ვ. კობახია – აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზკომის ბიუროს წევრი.
  3. კ. ოზგანი – აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, გუდაუთის რაიკომის პარტიის პირველი მდივანი.
  4. ვ. ცუგბა – აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზკომის ბიუროს წევრი.
  5. ს. ტარკილი – აფხაზკომის მდივანი, ბიუროს წევრი.
  6. ნ. საკანია – სოფელ დურიფშის მეჩაიე, აფხაზკომის ბიუროს წევრი, სოციალისტური შრომის გმირი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
  7. ბ. შინკუბა – აფხაზეთის სახალხო პოეტი, სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, სოციალისტური შრომის გმირი.
  8. ხ. აიბა – სოფელ ლიხნის კოლმეურნეობის თავმჯდომარე, სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, სოციალისტური შრომის გმირი.
  9. ი. კვიცინია – აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
  10. ვ. აშხაცაევა – აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის ასსრ-ის სახგეგმის თავმჯდომარე, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
  11. შ. შაკაია – აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
  12. ვ. ფილია – გაგრის ქალაქკომპარტიის პირველი მდივანი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
  13. დ. ფილია – ტყვარჩელის ქალაქკომპარტიის პირველი მდივანი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
  14. შ. ლაკობა – აფხაზეთის ასსრ-ის იუსტიციის მინისტრი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
  15. ა. ხოკერბა – აფხაზეთის ასსრ-ის სკმ-ის მინისტრი.
  16. პ. ბარციცი – აფხაზეთის ასსრ-ის ბუნებისა და სატყეო მეურნეობის დაცვის სახკომიტეტის თავმჯდომარე, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
  17. შ. ფილია – აფხაზეთის ასსრ-ის ტელე და რადიომაუწყებლობის სახკომიტეტის თავმჯდომარე, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, სსრკ-ს მწერალთა კავშირის წევრი.
  18. ნ. აშუბა – აფხაზეთის ასსრ-ის კულტურის მინისტრი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
  19. შ. ფაჩალია – ს. ჭანბას სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი, სსრკ-ს სახალხო არტისტი.
  20. ა. გოგუა – ჟურნალ „ამცაბზის“ მთავარი რედაქტორი, სსრკ-ს სპ წევრი, აფხაზეთის ასსრ-ის დ. გულიას სახელობის სახპრემიისა და საქართველოს სსრ-ს სახპრემიის ლაურეატი, აფხაზეთის სახალხო ფრონტის მმართველობის თავმჯდომარე, სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა კანდიდატი.
  21. ა. გვარამია – აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებატა დოქტორი, სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა კანდიდატი.
  22. მ. არგუნი – აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
  23. ე. არშბა – „აფხაზმშენის“ ტრესტის მმართველი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
  24. ი. ცვიჟბა – სოფელ ჭლოუს კოლმეურნეობის ბრიგადირი, ოქტომბრის რევოლუციისა და შრომის წითელი დროშის ორდენთა კავალერი, სსრკ-ს სახემწიფო პრემიის ლაურეატი.
  25. რ. ბარციცი – дგაგრის ტურბაზის დირექტორი, საბჭოთა კავშირის გმირი.
  26. ვ. ავიძბა – აფხაზკომის იდეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
  27. ლ. ბგანბა – აფხაზეთის ასსრ-ს ვაჭრობის მინისტრი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
  28. თ. კოღონია – აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო განათლების მინისტრი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
  29. ვ. მიკანბა – აფხაზეთის ასსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
  30. ნ. უსოვი – ომის ვეტერანი, საბჭოთა კავშირის გმირი.
  31. რ. ჩალმაზი – აფხკავშირის სამმართველოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
  32. ს. ბაგაფში – ოჩამჩირის რაიკომპარტიის პირველი მდივანი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
  33. კ. დუმავა – აფხაზობკომის საქმეთა ხელმძღვანელი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
  34. შ. აჯინჯალი – აფხაზეთის ასსრ-ის ბეჭდვითი გოსკომიტეტის თავმჯდომარე, აფხაზეთის ასსრ-ის დ. გულიას სახელობის სახპრემიის ლაურეატი, სსრკ-ს სპ წევრი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
  35. ა. მიქვაბია – სოხუმის ქალაქის კომპარტიის მეორე მდივანი.
  36. რ. ხიკუბა – აფხაზეთის ასსრ-ის სკმ-ის მინისტრის პირველი მოადგილე.
  37. ი. ტარბა – აფხაზეთის საბპროფის მდივანი, აფხაზეთის ასსრ-ის დ. გულიას სახელობის და საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, სსრკ-ს სპ წევრი.
  38. ზ. ავიძბა – აფხაზური საზოგადოების ორგანიზაცია „ცოდნის“ მმართველობის თავმჯდომარის მოადგილე, დოცენტი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
  39. დ. გუბაზი – სოხუმის ქალასაბჭოს სახალხო დეპუტატთა თავმჯდომარე, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
  40. ი. ლაკობა – სახალხო დეპუტატთა გუდაუთის რაიონული საბჭოს თავმჯდომარე.

აღნიშნულს ასევე თან სდევს 30 ათასზე მეტი სხვადასხვა ნაციონალობის (აფხაზები, ქართველები, რუსები, სომხები, ბერძნები და სხვა) ადამიანის ხელმოწერა.

წერილი ერთხანს უცნობი იყო ქართვული საზოგადოებისთვის. „სოვეტსკაია აბხაზიამ“ გამოაქვეყნა წერილის მოკლე შინაარსი, რითაც ფართო საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]