ლინდა ჰარისონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლინდა ჰარისონი
Linda Harrison - early studio publicity headshot ca 1966.jpg
დაბადების სახელი ლინდა ჰარისონი
დაბადების თარიღი 24 ივლისი 1945
ბერლინი, მერილენდი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 1961-2001
მეუღლე(ები) რიჩარდ ზანუკი
(1969-1978; განქორწინებული)

ლინდა ჰარისონი (ინგლ. Linda Harrison; დ. 24 ივლისი, 1945) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლინდა ჰარისონი დაიბადა 1945 წლის 24 ივლისს, მერილენდის შტატის ქალაქ ბერლინში. 16 წლის ასაკში გაიმარჯვა კონკურსში „მის ბერლინი“, რის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც სამოდელი ბიზნესით დაკავდა. მისი კინოკარიერა 1960-იანი წლებიდან დაიწყო. თავდაპირველად სერიალებში თამაშობდა, შემდეგ როლებს იღებდა კინოფილმებში.

პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ითამაშა ფანტასტიკური ჟანრის ფილმში „მაიმუნების პლანეტა“, სადაც მუნჯი „ნოვა“-ს სახე განასახიერა. ფილმმა წარმატება მოიპოვა და საკმაოდ დიდი შემოსავალიც ჰქონდა. ორი წლის შემდეგ მსახიობმა ითამაშა ამ ფილმის გაგრძელებაში.

მოგვიანებით ძირითადად ისევ სერიალებში თამაშობდა. 1975 წელს ითამაშა ფილმში „აეროპორტი 1975“. 2001 წელს გამოვიდა ტიმ ბარტონის „მაიმუნების პლანეტა“, სადაც ჰარისონს ხვდა წილად მცირე როლი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]