მაიმუნების პლანეტა (1968 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მაიმუნების პლანეტა“
ჟანრი ფანტასტიკა
რეჟისორი ფრანკლინ ჯ. შაფნერი
პროდიუსერი არტურ პ. ჯეიკობსი
სცენარისტი პიერ ბული
როლებში ჩარლტონ ჰესტონი, როდი მაკდაუელი
კომპოზიტორი ჯერი გოლდსმითი
ხანგრძლივობა 112 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური

მაიმუნების პლანეტაპიერ ბულის 1963 წლის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებული სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი, „მაიმუნების პლანეტის“ სერიის პირველი ფილმი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

კოსმოსური ხომალდი, რომლითაც ოთხი ასტრონავტი აპირებს დაბრუნდეს დედამიწაზე, განიცდის კატასტროფას. ის წყალში ჩავარდება პლანეტაზე, სადაც ბორტის საათის მიხედვით დედამიწის დროით 3978 წელია. სამი მათგანი, ტეილორი, დოჯი და ლანდონი, ნავით გადაურჩებიან წყალში დახრჩობას. რამდენიმედღიანი სვლის შემდეგ ისინი ჯუნგლის მიადგებიან, რაც მათთვის გადარჩენის ტოლფასია. მაგრამ ისინი პლანეტაზე მარტონი არ არიან. სანამ ასტრონავტები მდინარეში ცურავენ, მათ ტანსაცმელს მოიპარავენ. დევნისას ისინი აღმოაჩენენ ველურ, ლაპარაკის უუნარო ადამიანებს და მათზე მონადირე მაღალგანვითარებულ მაიმუნებს. დევნისას დოჯს კლავენ, ხოლო ტეილორსა და ლანდონს იჭერენ.

ტეილორი ცხოველების „ფსიქოლოგ“, შიმპანზე ზირას ხელში აღმოჩნდება. ტეილორი ზირასა და მისი საქმროს, დოქტორი კორნელიუსის, ყურადღებას ნაწერით იპყრობს, რადგანაც დაჭრისგან ხმა აქვს ჩავარდნილი. ისინი ადამიანის ბუნებას და მის მაიმუნთან მსგავსებას იკვლევენ, მაგრამ მაიმუნების პლანეტა თეოკრატიას წარმოადგენს და ადამიანის კვლევის გაგრძელების უფლება მხოლოდ ორანგუტანებს აქვთ. მათ ტეილორს კასტრაცია უნდა ჩაუტარონ. ტეილორი გაქცევას ცდის, მართალია უშედეგოდ, მაგრამ ხმა დაუბრუნდება. მისი საუბარი ცხადს გახდის, რომ ადამიანი ჩვეულებრივი მხეცი არ არის.

ტეილორს სასამართლო დაკითხვას მოუწყობს. მისი ჩვენება მაიმუნების ბიბლიის მიხედვით ტყუილად მიიჩნევა. ტეილორი მოითხოვს, აჩვენონ ყველა ტყვე ადამიანი. მას იმედი აქვს, რომ ლანდონს იპოვის, თუმცა აღმოჩნდება, რომ ლანდონისათვის ორანგუტან ზაიუსს ლობოტომია ჩაუტარებია და ტვინის ნაწილი ამოუკვეთია. რადგანაც კრიტიკა, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ერესად მიჩნევა, ზირასა და კორნელიუსს გასამართლება ელით. ამისგან თავის დასაღწევად ისინი ათავისუფლებენ ტეილორს და გარბიან მათთან ერთად. მათი მიზანი „აკრძალული ზონაა“, სადაც კორნელიუსმა ადრე გათხრებისას იპოვა ანთროპოიდების ნიშნები, რომლებიც, სავარაუდოდ, უფრო მაღალგანვითარებულები იყვნენ. ვიდრე მაიმუნების კულტურა. გათხრების ადგილას ისინი კვლავ შეხვდებიან ზაიუსს, რომელმაც, როგორც აღმოჩნდება, იცის სამარხების არსებობის შესახებ. ტეილორი თავისუფლებას მოითხოვს, რასაც მიღებს კიდეც. სანაპიროს გასწვრივ ჭენებისას ის საბოლოოდ დაინახავს თავისუფლების ქანდაკებას და მიხვდება, რომ დაბრუნებულა დედამიწაზე, სადაც ცივილიზაცია ადამიანებმა თავად გაანადგურეს.

რომანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიერ ბულის რომანი განსხვავებულად აღწერს მოვლენებს. ჯინი და ფილისი მიემგზავრებიან კოსმოსში გასართობი მოგზაურობით. ისინი აღმოაჩენენ ბოთლს, რომელშიც ულისე მეროუს წერილია. მეროუ, წერს, როგორ დაბრუნდა კოსმოსში მოგზაურობის შემდეგ დედამიწაზე 700 წლის შემდეგ პარიზის მახლობლად, სადაც მაიმუნების ბატონობა აღმოაჩინა. ამის შემდეგ მეროუ ტოვებს პლანეტას და შეტყობინებას ბოთლში ათავსებს. მკითხველი ამის შემდეგ იგებს, რომ ჯინი და ფილისი შიმპანზეები არიან. ისინი არ დაიჯერებენ წერილის შინაარსს, რადგანაც არ სჯერათ ადამიანის ინტელექტის არსებობისა.

საზოგადოების კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში საზოგადოების კრიტიკის შემდეგი ასპექტებია:

  • ფილმის ბოლოს ირკვევა, რომ ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ. ცივილიზაცია ადამიანებმა თავად გაანადგურეს. ფილმი გადაიღეს ცივი ომის პიკის დროს, როცა მომავალთან დაკავშირებით უიმედო და პესიმისტური განწყობები იყო.
  • ფილმში მაიმუნები ისე ეპყრობიან ადამიანებს, როგორც ადამიანები ეპყრობიან მაიმუნებს სინამდვილეში.
  • მაიმუნების საზოგადოება თითქოს დემოკრატიულადაა მოწყობილი, მაგრამ კასტებად არის დაყოფილი. ორანგუტანები წარმოადგენენ სამღვდელოებისა და მეცნიერების კასტას, გორილები მუშაობენ ჯარისკაცებად, ხოლო შიმპანზეები დამხმარე სამუშაო ძალას წარმოადგენენ. მაიმუნები ფიქრობენ, რომ საზოგადოების ასეთი დაყოფა ბუნების მიერაა განსაზღვრული.
  • მაიმუნების პლანეტა თეოკრატიაა. შეზღუდულია აზრის, კვლევისა და სწავლების თავისუფლება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]