ლიმის კულტურა
იერსახე
ლიმის კულტურა — ინკებამდელი ცივილიზაცია თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე, ჩვენი წელთაღრიცხვის 100 – 650 წლებში. ეს ცივილიზაცია ყვაოდა მდინარეების – ჩილონის, რიმაკის და ლურინის ხეობებში. ცნობილია თავიანთი გასაოცარი კერამიკული ნაწარმით. ლიმის ცივილიზაციამ ააშენა უამრავი ტაძარი, რომლებსაც ცნობილია, როგორც უაკა. ამ ტაძრებმა ჩვენამდეც მოაღწია და მათი ნახვა შესაძლებელია ქალაქ ლიმაში, მაგალითად ტაძრები – უაკა-პუკლიანა და უაკა-უალამარკა.