ლილი იაშვილი
ლილი იაშვილი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 10 მაისი, 1920 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
წარმოშობა | საქართველო |
გარდ. თარიღი | 30 ნოემბერი, 1983 (63 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
ჟანრ(ებ)ი | ოპერა |
საქმიანობა | კომპოზიტორი |
ლილი იაშვილი (დ. 10 მაისი, 1920, თბილისი — გ. 30 ნოემბერი, 1983, იქვე) — ქართველი საბჭოთა კომპოზიტორი და პედაგოგი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1981).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1953 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
1960 წლიდან იყო თბილისის III სამუსიკო სკოლის პედაგოგი. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კამერულ–ვოკალურ და საესტრადო ჟანრს. დაწერილი აქვს ორმოცზე მეტი სიმღერა: „ია–ია“, „კომში-კომში კომარა“, „სიმღერა თბილისზე“, „თბილისური საღამოები“, „მზის სამეფო“, „გავიზარდე თითქოს“, „ბათუმს ქათქათას“ და სხვა. ასევე ვოკალური დუეტები და ტრიოები. 1967 წელს ვ. აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში (საქართველოში პირველად) დაიდგა მისი საბავშვო მუსიკალური კომედია „ბაბაჯანას ქოშები“. ლილი იაშვილის სიმღერებს საზღვარგარეთის ქვეყნებში გასტროლების დროს წარმატებით ასრულებდა ბავშვთა ანსამბლი „მზიური"
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1966 — საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1981 — საქართველოს სახალხო არტისტი