ლიკოფრონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიკოფრონი
დაბადების თარიღი ძვ. წ. 320
დაბადების ადგილი ქალკიდა
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. 280
საქმიანობა ტრაგედიების ავტორი და მწერალი[1]
ენა ძველი ბერძნული ენა
Magnum opus Alexandra

ლიკოფრონი (ძვ. ბერძნ. Λυκόφρων; ძვ. წ. 320-იანი წლები — ძვ. წ. III საუკუნე) — ბერძენი პოეტი და გრამატიკოსი, ალექსანდრიული სკოლის წარმომადგენელი. შეუთხზავს 11 წიგნის შემცველი ისტორიულ-ლიტერატურული გამოკვლევა „კომედიისათვის“ და 20-მდე ტრაგედია (მოღწეულია ფრაგმენტები და სათაურები). სრულადაა შემონახული ლიკოფრონის პოეტური თხზულება „ალექსანდრა“ ანუ „კასანდრა“, რომელიც შეიცავს 1474 იამბიკური ტრიმეტრით გამართულ კარედს. მასში დაცულია მრავალი მითოლ. და ისტორიულ-გეოგრაფიული ხასიათის ცნობა. მოხსენიებულია არგონავტების თქმულების შესახებაც: 50 მოგზაურთან ერთად იასონის ჩასვლა „ლიგისტიკურ კჳტაიაში“ (ქუთაისი), ურჩხულის დაძინება, ცეცხლმფრქვევი ხარების დამორჩილება და „მეტყველი კაჭკაჭით“ (ხომალდი „არგო“) ცხვრის ტყავის (ოქროს საწმისი) და „ნათესავთმკვლელი ჩიტის“ (მედეა) გატაცება; აგრეთვე, მოთხრობილია აიასა და კორინთოს გამგებლის – აიეტის მიერ მედეას საძებნელად გაგზავნილი კოლხების პოლაში დასახლებისა და საიქიოს სამეფოში აქილევსის „კჳტაიელ“ (ქუთაისელ) ასულზე (მედეა) დაქორწინების ამბავი. თხზულება დაწერილია მეტისმეტად ღვლარჭნილი ენით, რის გამოც ავტორს „სკოტეინოსი“ (ბნელი) შეარქვეს. „ალექსანდრას“ XI ს. ხელნაწერს დართული აქვს ძვირფას ცნობათა შემცველი სქოლიოები, რ-თა საფუძველზე, აგრეთვე სხვა წყაროთა გამოყენებით დაიწერა „ალექსანდრას“ განმარტებები. მათ ავტორობას იოანე ცეცეს მიაწერენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.