ლიზოციმი
ლიზოციმი | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
იდენტიფიკატორები | |||||||||
EC | 3.2.1.17 | ||||||||
CAS | 9001-63-2 | ||||||||
მონაცემთა ბაზა | |||||||||
IntEnz | IntEnz | ||||||||
BRENDA | BRENDA | ||||||||
ExPASy | NiceZyme | ||||||||
KEGG | KEGG | ||||||||
MetaCyc | MetaCyc | ||||||||
PRIAM | PRIAM | ||||||||
პროტეინის სრუქტურები | RCSB PDB PDBe PDBsum | ||||||||
გენური ონტოლოგია | AmiGO / EGO | ||||||||
|
ლიზოციმი, მურამიდაზა — ჰიდროლაზების კლასის ფერმენტი.
მოქმედების პრინციპი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიზოციმი შლის ბაქტერიული უჯრედის კედელს, რის შედეგადაც ხდება ბაქტერიების ლიზისი. ლიზოციმი ორგანიზმში ასრულებს არასპეციფიკური ანტიბაქტერიული ბარიერის როლს, შედის ადამიანის ორგანიზმის მრავალი ქსოვილისა და სითხის შემადგენლობაში. ლიზინი აღმოჩენილია ზოგიერთ მცენარეში, ბაქტერიებსა და ფაგებში, ხოლო ყველაზე მეტი რაოდენობით — კვერცხის ცილოვან გარსში. ლიზოციმი ცილაა, რომლის მოლეკულური მასაა დაახლოებით 14 000; მისი ერთადერთი პოლიპეპტიდური ჯაჭვი შედგება 129 ამინომჟავას ნაშთისგან. ლიზოციმი მოქმედებს ბაქტერიული კედლის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტზე — რთულ პოლისაქარიდზე, რომელიც 2 ტიპის ამინოშაქარს შეიცავს. ამ პოლისაქარიდის სორბცია ხდება ლიზოციმის მოლეკულაზე. ამ დროს ფერმენტს უკავშირდება ამინოშაქრის 6 ციკლი, ხოლო ამ ციკლების ერთ-ერთი შემაკავშირებელი გლიკოზიდური ბმა მოხვდება კარბოქსილის ჯგუფებს შორის. ამგვარი ურთიერთმოქმედების შედეგად და აგრეთვე სუბსტრატის სავალენტი კუთხეების შეცვლის გამო ხდება აქტივაცია და გლიკოზიდური ბმის გაწყვეტა, რასაც ბაქტერიული უჯრედის გარსის დაშლა მოყვება. ლიზოციმი სამკურნალო საშუალებად გამოიყენება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 228.