ლიზინი
იერსახე
ლიზინი | |
L-ლიზინი | |
D-ლიზინი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | (2S)-2,6-დიამინოჰექსანმჟავა (L-ლიზინი) (2R)-2,6-დიამინოჰექსანმჟავა (D-ლიზინი) |
შემოკლება | LYS |
ტრადიციული სახელწოდება | ლიზინი, D-ლიზინი, L-ლიზინი |
ქიმიური ფორმულა | |
მოლური მასა | 146.19 გ/მოლი |
ხსნადობა ნივთიერებაში წყალი | 1.5 გ/100 მლ |
კლასიფიკაცია | |
CAS | 70-54-2 |
PubChem | 866 |
SMILES |
|
ლიზინი — α, ε-დიამინოკაპრონმჟავა, დიამინომონოკარბონმჟავათა ჯგუფის ამინომჟავა. უფერო კრისტალებია და მოლური მასაა 146.19 გ/მოლი.
ლიზინი ცნობილია ორი ოპტიკურად აქტიური ფორმის სახით — D- და L- ფორმები. ბუნებრივი L-ლიზინი (დნობის ტემპერატურა 224-225°C) კარგად იხსნება წყალში, მჟავებსა და ტუტეებში, ცუდად — სპირტში. ლიზინი მიღებულია სინთეზურად. შედის ყველა ცხოველურ და მცენარეულ ცილაში. ლიზინი შეუცვლელი ამინომჟავაა, მისი ნაკლებობა საკვებში იწვევს ბავშვის ზრდის შეჩერებას, მოზრდილის აზოტის ბალანსის დარღვევას. მოზრდილი ადამიანისთვის დღე-ღამეში საჭიროა 23 მგ ლიზინი სხეულის მასის ერთ კილოგრამზე, ჩვილი ბავშვისთვის 170 მგ/კგ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 227.
- Lide, D. R., ed. (2002). CRC Handbook of Chemistry and Physics (83rd ed.). Boca Raton, FL: CRC Press. ISBN 0-8493-0483-0. (ინგლისური)