შინაარსზე გადასვლა

ლივისტონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლივისტონა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  პალმები
გვარი:  ლივისტონა
ლათინური სახელი
Livistona

ლივისტონა (Livistona) — პალმების გვარი. მათი ღეროს სიმაღლე 30 მ, სისქე 30-80 სმ აღწევს, ზედა ნაწილი დაფარულია ფოთლისეული ხალთების ბოჭკოვანი ნარჩენებით. დიდი და მარაოსებრი ფოთლები აქვს.

30-მდე სახეობა გავრცელებულია ტრიპიკულ აზიაში, მალაის არქიპელაგის კუნძულებზე, ახალ გვინეასა და აღმოსავლეთ ავსტრალიაში. ზოგი სახეობა ოთახის და ორანჟერეის დეკორატიული მცენარეა.