ლივენცოვის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლივენცოვის ციხესიმაგრე
რუს. Ливенцовская крепость
კოორდინატები 47°13′23″N 39°33′35″E / 47.223139° ჩ. გ. 39.559833° ა. გ. / 47.223139; 39.559833
მდებარეობა დონის როსტოვი
გახსნის თარიღი ძვ. წ. XV-XIV სს.
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100002000

ლივენცოვის ციხესიმაგრე (რუს. Ливенцовская крепость) — ციხესიმაგრე, რომელიც ააგეს ჩრდილოეთკავკასიური კულტურის მატარებელმა ტომებმა ძვ. წ. XV-XIV საუკუნეებში. წარმოადგენს ლივენცოვის არქეოლოგიური კომპლექსის ნაწილს, რომელიც მდებარეობს სოფელ კარატაევოსა და ლივენცოვკას შორის დონის როსტოვის საბჭოს რაიონში, მდინარე მკვდარი დონეცის ნაპირზე[1]. ბრინჯაოს ხანის საფორტიფიკაციო ნაგებობა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა 1950-იან წლებში. 1977 წელს აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ციხესიმაგრე როსტოვის აღმასკომის გადაწყვეტილებით აღიარეს ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვირეობის ობიექტად[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები მდინარე დონის ნაპირებზე მოწმობს, რომ მოსახლეობის დასახლება აღნიშნულ ტერიტორიაზე იწყება ენეოლითის ხანიდან. ამ ტერიტორიაზე ძველთაგანვეა რბილი კლიმატი, მოსახერხებელი გეოგრაფიული მდებარეობა თევზისა და ხორცის დიდი მარაგით - დონის ტერიტორიაზე გავრცელებული იყო ბიზონი, ბეწვიანი მარტორქა და მამონტი. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული უკანასკნელი გამყინვარება. მოსახლეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა მსხვილ ტომებად, რაც აადვილებდა საკვების მოპოვებას. სამუშაო იარაღებს ამზადებდნენ სილიციუმისაგან[3].

ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. XXXIII—XIII/XI სს.) როსტოვის ტერიტორიაზე აღინიშნება ციხესიმაგრეების მშენებლობა, რომელიც თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულით. აღნიშნული კულტურის შესახებ მცირე რამაა ცნობილი. აღმოჩენილია სულ რამდენიმე ამფორა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ აქ ცხოვრობდნენ არიელები, თუმცა მტრების თავდასხმების შედეგად მოხდა მათი ემიგრირება შუა აზიაში[4].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქოოგიური კომპლექსი აღმოჩნდა 1920-იან წლებში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ჩრდილოეთ-კავკასიური არქოლოგიური ექსპედიციის სამუშაოების დროს. რომელსაც ხელმძღვანელობდა ალექსანდრე მილერი. არქოლოგიური კომპლექსის კომპლექსური შესწავლა გრძელდებოდა ათწლეულების მანძილზე, მისი გამოკვლევა დღემდე გრძელდება[1]. კონკრეტულად ლივენცოვსკის ციხესიმაგრე აღმოაჩინეს მოგვიანებით, XX საუკუნის 50-იან წლებში, რამაც გამოიწვია სენსაცია სამეცნიერო წრეებში. თვლიან, რომ ეს არქიტექტურული ძეგლი აგებულია ტროაზე რამდენიმე ასეული წლით ადრე. ამ თვალსაზრისით ლივენცოვის ციხესიმაგრე ითვლება აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ უძველეს ნაგებობად.

არქეოლოგიურ ტერიტორიაზე შემონახულია კედლების ნანგრევები, რომელიც ნაგებია რიყის ქვით[1]. ნაპოვნია ასევე ათასობით ისრისპირი[5]. ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია ყორღანული სამარხები. ლივენცოვის ციხესიმაგრის სიგრძე 280 მეტრია[6]. ესწავლილია არქეოლოგიური ტერიტორიის მხოლოდ 25 %[7].

პრესაში გავრცელებული სახელია „ევროპის უძველესი ციხესიმაგრე“ „დონის ტროა“.

ამჟამად ციხესიმაგრის ტერიტორია სავალალო მდგომარეობაშია. როსტოველი მხარეთმცოდნეები და ისტორიკოსები ამუშავებენ ლივენცოვის ციხესიმაგრის აღდგენის გეგმას, ფიქრობენ შექმნან არქეოლოგიური პარკი ღია ცის ქვეშ, რომელიც განკუთვნილი იქნება ტურისტებისთვის. ამისათვის აუცილებელია ჯერ შეიქმნას ლივენცოვის ციხესიმაგრის საზღვრები. ამისათვის საჭიროა აღიკვეთოს არასანქცირებული ნაგავსაყრელი, რომელიც საფრთხეს უქმნის არქეოლოგიურ ძეგლს[1].

ლივენცოვის ციხეესიმაგრე ფედერალურ ბალანსზეა. როსტოვის ოლქს არ შეუძლია ფინანსებია გამოყოფა მის ასაღორძინებლად, ფედერალური ხელისუფლება კი რატომღაც არ აფინანსებს აღნიშნულ პროექტს[5]. არქეოლოგიური ძეგლი იქცა ადგილობრივი მოსახლეობის ნაგავსაყრელად[8].

სამართლებრივი დავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს ტერიტორია გადაეცა კოტეჯების ასაშენებლად. დონის როსტოვის საბჭოს რაიონის სასამართლოში შეიტანეს სარჩელი აღნიშნული ქმედების არაკანონიერად ცნობის შესახებ და მოითხოვეს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა[9]. 2013 წლის გაზაფხულზე სასამართლომ მიწის გადაცემა მშენებლობისათვის უკანონოდ ცნო[10][11].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Донские зори.
  2. ЛИВЕНЦОВСКАЯ КРЕПОСТЬ. ЛИВЕНЦОВСКИЙ КОМПЛЕКС[მკვდარი ბმული]
  3. Древнейшая в Восточной Европе Ливенцовская крепость на грани уничтожения. Славянская культура. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-02. ციტირების თარიღი: 2017-02-06.
  4. Донская Троя готова сдаться. НТВ. ციტირების თარიღი: 2017-02-06.
  5. 5.0 5.1 Древнейшая крепость Восточной Европы может исчезнуть. // в Отпуск.ру 07.11.2006
  6. Древнейшая в Восточной Европе Ливенцовская крепость на грани уничтожения — Славянская культура. slavyanskaya-kultura.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-02. ციტირების თარიღი: 2017-01-23.
  7. Древняя крепость в Левенцовском микрорайоне | Кладоискатель. donovedenie.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-23.
  8. Super User. Ливенцовская-Каратаевская крепость, «Донская Троя». donskaya-troya.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-31. ციტირების თარიღი: 2017-01-23.
  9. Коттеджей на Донской Трое не будет?
  10. Газета «Аргументы и факты» на Дону, № 10 (1687), март 2013 года
  11. Прописка в «Донской Трое» отменяется? დაარქივებული 2013-05-13 საიტზე Wayback Machine. . // Наше Время 26.04.2013