ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში (ლიეტ. Lietuvos Respublikos ambasada Gruzijoje (SAKARTVELE); — ლიეტუვის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში. საქართველოს და ლიეტუვას ახლო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ თანამშრომლობის ყველა სფეროში. ქვეყნებს შორის გაფორმებულია 20-ზე მეტი საერთაშორისო შეთანხმება, რომლებიც სამართლებრივ საფუძველს ქმნიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა სფეროებში. მჭიდროა თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.[1]
საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1994 წლის 16 სექტემბერს.[2]
2001-2005 წლებში ლიეტუვის რესპუბლიკის მიერ საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა უკრაინაში ლიეტუვის საელჩოს მიერ. 2005 წელს საქართველოში გაიხსნა ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო.[3]
ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ანდრიუს კალინდრა — 2020-დღემდე
- გიედრიუს პუოჯუნასი — 2015-2020[4]
- იონას პასლაუსკასი — 2010-2015
- მეჩის ლაურინკუსი — 2008–2010
- რიჩარდას დეგუტისი — 2005–2008
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში დაარქივებული 2019-01-27 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ურთიერთობები საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-12. ციტირების თარიღი: 2018-10-09.
- ↑ ურთიერთობები საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-12. ციტირების თარიღი: 2018-10-09.
- ↑ ურთიერთობები საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-12. ციტირების თარიღი: 2018-10-09.
- ↑ ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-02. ციტირების თარიღი: 2018-10-09.