ლიგინოპტერისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლიგინოპტერისი (ლათ. Lyginopteris) — ნამარხ მცენარეთა გვარი თესლოვანი გვიმრების კლასი ლიგინოდენდრონისებრთა ოჯახისა.

კარბონული და პერმული პერიოდების მცენარეა. ჰქონდა წვრილი (4 სმ-მდე დიამეტრის) დატოტვილი ლიანასმაგვარი ქაცვებიანი ღერო. თესლოვანი გვიმრების (ფარულთესლოვანი მცენარეების შორეული წინაპრების) ყველაზე უფრო რესტავრირებული წარმომადგენელია, რის გამოც მკვლევართა ყურადღებას იმსახურებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]