შინაარსზე გადასვლა

ლიბრეტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლიბრეტო (იტალ. libretto — „წიგნაკი“) — მუსიკალურ-სცენური თხზულების (ოპერა, ბალეტი, თეატრი) სრული სიტყვიერი ტექსტი. ლიბრეტოს ქმნის ლიბრეტისტი. ზოგჯერ ლიბრეტოს პირველწყაროდ გამოიყენება ლიტერატურული ან დრამატული ნაწარმოები, რომელსაც ლიბრეტისტი ცვლის უმნიშვნელოდ (ზოგჯერ მნიშვნელოვნადაც). ცვლილება ძირითადად ეხება ტექსტს, მის გალექსვას. მოგეხსენებათ, ოპერის ჟანრი სპეციფიკურია, მისი ტექსტი ლაკონიური უნდა იყოს; ამის გარდა ოპერაში არის საოპერო ნომრები — არია, ანსამბლი, გუნდი — მათზე მოსარგებად ლიტერატურული ტექსტი გადაკეთებას ითხოვს. ხშირად კომპოზიტორსა და ლიბრეტისტს უწევთ ტექსტის მნიშვნელოვნად შეცვლა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ კომპოზიტორი ლიბრეტისტთან ერთად ქმნის თავის საკუთარ თხზულებას. არის შემთხვევები, როდესაც ლიბრეტოს ავტორი თვით კომპოზიტორია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]