არია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არია (იტალ. aria „ჰაერი“) — ოპერის, ორატორიის, კანტატის დასრულებული ვოკალური ეპიზოდი (ნომერი), რომელსაც მომღერალი ორკესტრის თანხლებით ასრულებს. არიას ოპერის დრამატურგიის განვითარებაში ისეთივე ადგილი უჭირავს, როგორც მონოლოგს დრამაში. არიასთვის დამახასიათებელია ფართო მღერადობა. მას ხშირად რეჩიტატივი უძღვის წინ.


არიის ნაირსახეობანია არიეტა, არიოზო, კავატინა და სხვა. სამნაწილიან არიას, რომლის მესამე ნაწილი პირველის გამეორებაა, ეწოდება არია და კაპო. არიას უწოდებენ აგრეთვე მღერადი ხასიათის მქონე ზოგიერთ ინსტრუმენტულ პიესას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 565, თბ., 1975
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=არია&oldid=2628531“-დან