ლია რატიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლია რატიანი
დაბადების თარიღი 2 თებერვალი, 1937 (1937-02-02) (87 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ლია რატიანი (დ. 2 თებერვალი, 1937, სენაკი) — ქართველი ექიმი, ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი.

1962-1967 წლებში იყო წალენჯიხის რაიონული პოლიკლინიკის თერაპევტი; 1967-1971 წლებში ნევროპათოლოგი; 1971 წლიდან ექიმთა დახელოვნების უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს ნერვულ სნეულებათა განყოფილების ორდინატორი. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც გამოქვეყნებულია ადგილობრივ და საზღვარგარეთის ჟურნალებში. მიღებული აქვს საავტორო უფლება „აუტოალერგიის განსაზღვრის მეთოდი ნერვული სისტემის ინფექციური დაზიანების დროს“, 1973. გამოქვეყნებული აქვს მეთოდური წერილი „აუტოალერგიის განსაზღვრის მეთოდი ნერვული სისტემის ინფექციური დაზიანების დროს“, 1978.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1964 წელს „T და B იმუნური სისტემების ძირითადი მაჩვენებლების მდგომარეობა ტუბერკულოზური და არატუბერკულოზური წარმოშობის სეროზული მენინგიტების და პოლირადიკულონევრიტების დროს“.

ორგანიზაციის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს იმუნოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ნევროლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 238

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]