ლიატრისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიატრისი

თავთავიანი ლიატრისი (L. spicata)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Asterales
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
გვარი:  ლიატრისი
ლათინური სახელი
Liatris Gaertn. ex Schreb., 1791

ლიატრისი[1] (ლათ. Liatris) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ცნობილია 50-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკაში. მრავალწლოვანი ფესურიანი ბალახოვანი მცენარეებია. აქვთ სწორად მდგომი, ძირითადად მარტივი, შეფოთლილი, 2 მეტრამდე სიმაღლის ღერო. ფოთლები ხაზური ან ვიწროლანცეტა, მჯდომარე, მორიგეობით განლაგებულია. ყვავილები მილისებრი, მოცისფრო-მეწამული, წითელი, თეთრი; პატარა კალათებად შეკრებილია გრძელ (0,7 მ-მდე) კენწერულ თავთავისებრ ყვავილედებში. ლიატრისი ზამთარგამძლე და სინათლის მოყვარული მცენარეა. ღია გრუნტში დეკორატიულ მცენარეებად ზრდიან თავთავიანი ლიატრისის (L. spicata) ფორმებს, რომლებიც გამოირჩევიან ყვავილობის ვადებით, სიმაღლითა და ყვავილების ფერით; აგრეთვე ზრდიან Liatris scariosa, Liatris aspera და სხვა სახეობებს. იყენებენ მიქსბორდერებში, ჯგუფურ ნარგავებში, მოსაჭრელად. ამრავლებენ ფესურების გაყოფით, იშვიათად თესლით.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე-დვალი), გერმანულ-ქართული, ქართულ-გერმანული ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი: „ფავორიტ პრინტი“, 2012. — გვ. 118.
  2. Головкин Б. Н. Лиатрис // Большая российская энциклопедия. т. 17. — М., 2011. — стр. 373.