ლიაოხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიაოხეს აუზი

ლიაოხემდინარე ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, სიდიდით მეორე ამ რაიონში სუნგარის შემდეგ. სიგრძე (მდინარე სილიაოხეს სათავიდან) 1430 კმ. აუზის ფართობი 231 000 კმ. სათავე აქვს დიდი ხინგანისა და ჟეხეს მთების შესაყართან. მიედინება სუნლიაოს ვაკეზე, ერთვის ყვითელ ზღვას ლიაოდუნის ყურეში. წყლის საშუალო ხარჯი ქვემოთში 630 მ³წმ-ზე მეტია. უმთავრესად საზრდოობს წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის ივლის-აგვისტოში. დეკემბრიდან აპრილამდე გაყინულია. ზაფხულში ხშირია წყალმოვარდნები. ლიოახეს აუზში შექმნილია წყალსაცავები. სანაოსნოა ქალაქ შუანლიაოდან. შესართავთან არის ნავსადგური ინგქოუ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]