ლიაოდუნის ყურე
იერსახე

ლიაოდუნის ყურე — ყურე ყვითელ ზღვაში, აზიის კონტინენტსა და ლიაოდუნის ნახევარკუნძულს შორის. ხმელეთში შეჭრილია 220 კმ-ზე. სიგანე შესასვლელთან 175 კმ, სიღრმე 10-15 მ. ზამთრში ნაპირებთან ჩნდება მცურავი ყინული. მოქცევა არასწორი ნახევარდღეღამურია, სამაღლე 4,4 მ. ყურეში მდებარეობს ნავსადგური ინქოუ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 212.