ლესლი გორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლესლი გორი
ინგლ. Lesley Sue Goldstein

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ლესლი სუ გოლდშტეინი
დაბ. თარიღი 2 მაისი, 1946
დაბ. ადგილი ბრუკლინი
წარმოშობა ნიუ-იორკი, აშშ
გარდ. თარიღი 16 თებერვალი, 2015 (68 წლის)
გარდ. ადგილი მანჰეტენი
ჟანრ(ებ)ი პოპ-მუსიკა
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი, აქტივისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1963 - 2014
ლეიბლ(ებ)ი
  • Mercury
  • MoWest
  • A&M
  • Crewe
საიტი lesleygore.com
ლესლი გორი ვიკისაწყობში

ლესლი სუ გოლდშტეინი, ცნობილი როგორც ლესლი გორი (ინგლ. Lesley Sue Goldstein; დ. 2 მაისი, 1946 წელი, ნიუ-იორკი, აშშ — გ. 16 თებერვალი, 2015 წელი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი და აქტივისტი. 16 წლის ასაკში მან გამოუშვა კომპოზიცია „It's My Party", რომელიც პირველ ადგილზე გავიდა ბილბორდის ცხელ ასეულში. ასევე მან გამოუშვა ორი ტოპ-40 ჰიტი, „Judy's Turn to Cry" და „You Don't Own Me". ასევე გორი მუშაობდა ტელევიზიაში და იყო მსახიობი.

მუსიკოსმა დაწერა სიმღერები ძმასთან, მაიკლ გორთან, ერთად 1980 წლის ფილმისთვის „Fame“, რისთვისაც მან მიიღო აკადემიის ჯილდო. მუსიკოსს ასევე მიჰყავდა 2000-იან წლებში ამერიკული სატელევიზიო შოუ ლგბტ თემატიკაზე „In the Life“.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლესლი გორი დაიბადა ბრუკლინში, ნიუ-იორკში. მისი მამა, ლეო გოლდშტეინი, იყო ბავშვთა საცურაო და საცვლების მწარმოებელი ბრენდის მფლობელი.[1][2] მუსიკოსი გაიზარდა ტენაფლიში, ნიუ-ჯერსი.[3] ლესლი სწავლობდა დუაითის გოგონების სკოლაში. სკოლის დასრულების შემდეგ ის ჩაირიცხა სარა ლოურენსის კოლეჯში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლესლი გორიმ 1963 წელს, სკოლაში სწავლის დროს, ჩაწერა თავისი პირველი კომპოზიცია „It's My Party", რომელიც გავიდა პირველ ადგილზე ბილბორდის ცხელ ასეულში. „It's My Party"-ის მოჰყვა მუსიკოსის მრავალი სხვა ჰიტი, მათ შორის: „Judy's Turn to Cry", „She's a Fool“, „You Don't Own Me", „That's the Way Boys Are", „Maybe I Know", „Look of Love" და „Sunshine, Lollipops and Rainbows“.

1963 წლის 21 მაისს ლესლიმ ჩაწერა „Sunshine, Lollipops and Rainbows". კომპოზიცია შევიდა მუსიკოსის მეორე ალბომში „Lesley Gore Sings of Mixed-Up Hearts“, მაგრამ არ გამოცემულა სინგლად 1965 წლის ივნისამდე.[4] 1963 წლიდან 1965 წლამდე ლესლი თანამშრომლობდა კომპოზიტორ კვინსი ჯონსისთან.

ლესლიმ მარვინ ჰემლიშთან ერთად ჩაწერა სამი სიმღერა: „California Nights",[5] „That's Way the Ball Bounces" და „One by One". მუსიკოსმა „That's Way the Ball Bounces" ჩაწერა 1963 წლის 21 სექტემბერს, A&R Studios-ში, ნიუ-იორკში. ის გამოიცა „That's the Way Boys Are"-ისთან ერთად, როგორც ორმაგი სინგლი.

ლესლიმ შეასრულა თავისის სიმღერები ბეტმენის სატელევიზიო სერიალის ზედიზედ ორ ეპიზოდში (1967 წლის 19 და 25 იანვარი). 19 იანვრის ეპიზოდში მუსიკოსმა შეასრულა „That Darn Catwoman", ხოლო 25 იანვრის ეპიზოდში „Scat! Darn Catwoman". კომპოზიცია „California Nights", რომელიც ლესლიმ ჩაწერა 1967 წლის ამავე სახელწოდების ალბომისთვის, გავიდა Hot 100-ის საუკეთესო ოცეულში.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ლესლიმ დაიწყო სწავლა სარა ლოურენსის კოლეჯში, სადაც სწავლობდა ინგლისურ და ამერიკულ ლიტერატურას.

კოლეჯის დასრულების შემდეგ,[6][7] ლესლიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლ Mercury Records-თან. კონტრაქტი დასრულდა 1968 წელს, თუმცა ამ დროს მუსიკოსს პოპულარობა შედარებით დაკარგული ჰქონდა. ლეიბლის წარმომადგენლებს მაინც სჯეროდათ, რომ მუსიკოსის ახალი სინგლები წარმატებას მიაღწევდნენ. მუსიკოსს მათ შესთავაზეს კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება, რაზეც ლესლი დათანხმდა. მუსიკოსმა ამ დროს გამოუშვა სინგლი „He Gives Me Love (La La La)", თუმცა კომპოზიცია ვერ მოხვდა წამყვან ჩარტებში.

ამის შემდეგ მუსიკოსმა გამოუშვა ორი სოულის ჟანრის სინგლი: „I'll Be Standing By" და „Take Good Care (Of My Heart)". ეს სიმღერები არ ერგებოდა იმ იმიჯს, რომელიც ლეიბლმა შექმნა მუსიკოსისთვის, ამიტომ ლეიბლმა პიარ კამპანია არ აწარმოა კომპოზიციებისთვის. ლეიბლთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, მუსიკოსმა გამოუშვა ორი ახალი სინგლი „98.6/Lazy Day" და „Wedding Bell Blues“, თუმცა ვერც ისინი მოხვდნენ წამყვან ჩარტებში.[8]

1970 წელს მან კონტრაქტი გააფორმა Crewe Records-თან. მისი პირველი სინგლი ახალი ლეიბლის ქვეშ, „Why Doesn't Love Make Me Happy", მოხვდა რამდენიმე ჩარტში, მაგრამ არც ერთი მისი სხვა სინგლი არ აღმოჩნდა წარმატებული. მან დატოვა Crewe Records 1971 წელს, როდესაც ლეიბლი გაკოტრდა. 1972 წელს მუსიკოსმა კონტრაქტი გააფორმა MoWest Records-თან, Motown-ის შვილობილ კომპანიასთან და იმავე წლის ივლისში გამოუშვა თავისი პირველი სტუდიური ალბომი ხუთი წლის განმავლობაში Someplace Else Now. პირველი სინგლის წარუმატებლობისა და ცუდი კამპანიის გამო ალბომი ჩავარდა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Laing, Dave (February 17, 2015). „Lesley Gore obituary“. The Guardian. ციტირების თარიღი: February 21, 2015. "Daughter of Ronny and Leo, she was born Lesley Sue Goldstein into a middle-class Jewish family in New York City and grew up in Tenafly, New Jersey."
  2. Salmans, Sandra (May 24, 1981). „Finding the Products for Famous Names“. The New York Times. ციტირების თარიღი: March 7, 2015.
  3. Fine, Arlene. "It's Lesley Gore's party at Cain Park"Cleveland Jewish News, July 31, 2008. Accessed July 12, 2017.
  4. 'It's My Party' singer-songwriter Lesley Gore dies at 68. MSN.com. ციტირების თარიღი: February 16, 2015
  5. PBS "American Masters: Marvin Hamlisch" edition
  6. Patricia E. Davis, "Lesley Gore In Comeback With Her College Degree" Pittsburgh Press, June 6, 1969.
  7. Jon Bream, "It's Lesley Gore's party" დაარქივებული March 4, 2016, საიტზე Wayback Machine. , Star Tribune, January 10, 2010.
  8. (September 9, 1968) Billboard. Billboard, გვ. 110, review. [მკვდარი ბმული]
  9. Lesley Gore - Love Me by Name. ციტირების თარიღი: April 16, 2022
  10. Marchese, Joe. (May 18, 2011) Where Are All The "Magic Colors": Lesley Gore's Lost Album Arrives on CD en-US. ციტირების თარიღი: March 28, 2021