ლეჟა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ლეჟა
Lezhë
View of Lezhë.jpg
გერბი
Stema e Bashkisë Lezhë.svg

ქვეყანა ალბანეთის დროშა ალბანეთი
კოორდინატები 41°47′00″ ჩ. გ. 19°38′00″ ა. გ. / 41.78333° ჩ. გ. 19.63333° ა. გ. / 41.78333; 19.63333
ფართობი 509.10 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10
მოსახლეობა 65,633 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი (+355) 0215
საფოსტო ინდექსი 4501–4502
საავტომობილო კოდი LE
ოფიციალური საიტი lezha.gov.al
ლეჟა — ალბანეთი
ლეჟა

ლეჟა (ალბ. Lezhë ან Lezha) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი დასავლეთ ალბანეთში. ლეჟის მუნიციპალიტეტი არის ლეჟის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მისი ისტორიული, ბერძნული სახელია ლისოსი (ბერძ. Λισσός). ლეჟის მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდა 2015 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შედეგად. მის შემადგენლობაში 10 ყოფილი მუნიციპალიტეტი შევიდა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ლეჟა გახდა.

ლეჟა 10 მეტრზე მდებარეობს ზღვის დონიდან. მისი ფართობი 509.10 კმ²-ია. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ლეჟისა და დანარჩენი 9 ყოფილი მუნიციპალიტეტის საერთო მოსახლეობამ 65,633 ადამიანი შეადგინა.

ლეჟის ისტორია დაახ. ძვ. წ. VIII საუკუნიდან იწყება. თავდაპირველად, იგი ბერძნული კოლონია იყო. ლეჟა ძალიან ბევრი ეპოქის მომსწრე გახდა. 2004 წლიდან, ლეჟაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები და ამ 11 წლის განმავლობაში, ძველ რომაული და ბიზანტიური ეპოქის დროინდელი მრავალი სამარხი და შენობა იქნა აღმოჩენილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლეჟა&oldid=2951019“-დან