ლეოპოლდ VI
იერსახე
| ლეოპოლდ VI | |
|---|---|
| გერმ. Leopold VI der Glorreiche | |
|
| |
| ავსტრიის ჰერცოგი | |
| მმართ. დასაწყისი: | 16 აპრილი, 1198 |
| მმართ. დასასრული: | 28 ივლისი, 1230 |
| წინამორბედი: | ფრიდრიხ I |
| მემკვიდრე: | ფრიდრიხ II |
| შტირიის ჰერცოგი | |
| მმართ. დასაწყისი: | 1194 |
| მმართ. დასასრული: | 28 ივლისი, 1230 |
| წინამორბედი: | ლეოპოლდ V |
| მემკვიდრე: | ფრიდრიხ II |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 1177 |
| გარდ. თარიღი: | 28 ივლისი, 1230 |
| გარდ. ადგილი: | კასინო, იტალია |
| მეუღლე: | თეოდორა ანგელოსი |
| შვილები: | 6 |
| დინასტია: | ბაბენბერგები |
| მამა: | ლეოპოლდ V |
| დედა: | ელენა არპადი |
ლეოპოლდ VI დიდებული (გერმ. Leopold VI; დ. 1176 — გ. 28 ივლისი, 1230) — შტირიის ჰერცოგი 1194 წლიდან და ავსტრიის ჰერცოგი 1198 წლიდან გარდაცვალებამდე. ბაბენბერგების დინასტიის წარმომადგენელი.
ლეოპოლდ VI იყო ავსტრიისა და შტირიის ჰერცოგის ლეოპოლდ V-ისა და ელენა არპადის უმცროსი შვილი. 1194 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა შტირიის ჰერცოგი, ხოლო 4 წლის შემდეგ გარდაიცვალა მისი უფროსი ძმა ფრიდრიხ I და გახდა ავსტრიის ჰერცოგი.
1216 წელს ლეოპოლდ VI გაემგზავრა ეგვიპტეში მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის ფარგლებში და მიიღო მონაწილეობა დამიეტის ალყაში.
ლეოპოლდ VI-ის მმართველობა იყო შუა საუკუნეების ავსტრიის საჰერცოგოს დროებითი აყვავების პერიოდი.