შინაარსზე გადასვლა

ლეოპოლდ შეფერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეოპოლდ შეფერი
გერმ. Leopold Schefer[1]
დაბადების თარიღი 30 ივლისი, 1784(1784-07-30)[2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი Bad Muskau[2]
გარდაცვალების თარიღი 16 თებერვალი, 1862(1862-02-16)[2] [3] (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი Bad Muskau[2]
ფსევდონიმი Dr. Leopold Bornitz[6]
საქმიანობა კომპოზიტორი, პოეტი[1] და მწერალი[7] [1]
ენა გერმანული ენა[1]
მოქალაქეობა საქსონიის სამეფო

გოტლობ ლეოპოლდ იმანუელ შაფერი ( გერმ. Gottlob Leopold Immanuel Schefer ; დ. 30 ივლისი , 1784, ბად-მუსკაუ, გერმანია — გ. 13 თებერვალი , 1862, ბად-მუსკაუ, გერმანია ) — გერმანელი პოეტი, ბელეტრისტი და კომპოზიტორი .

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეოპოლდ შეფერი დაიბადა 1784 წლის 30 ივლისს გერმანიის ქალაქ ბად მუსკაუში. დაწყებითი განათლება მიიღო ბაუტცენის გიმნაზიაში, შემდეგ სწავლობდა ბერძნულ და აღმოსავლურ ენებს. 1808 წელს გრაფმა პუკლერ-მუსკაუმ ის თავისი მამულების მმართველად დანიშნა. 1816-1820 წლებში შეფერმა იმოგზაურა იტალიაში, საბერძნეთში, მოინახულა იონიის კუნძულები, მცირე აზია. მუსკაუში დაბრუნების შემდეგ კვლავ გრაფი ჰერმან ფონ პიუკლერის მამულების მმართველი იყო 1840 წლამდე.

სიცოცხლის ბოლო წლები სიღარიბეში გაატარა და სიღარიბეში გარდაიცვალა. შაფერის პირველი პოეტური ნაწარმოებები: "Gedichte mit Kompositionen" 1811 წელს ანონიმურად გამოსცა გრაფმა პიუკლერმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მათ ავტორად ითვლებოდა. შემდეგ შეფერმა გამოსცა მოთხრობების რამდენიმე კრებული „Novellen“ (ლაიფციგი, 1825-1829); «Lavabecher» (1833); «Kleine Romane» (18361837); „Kleine Romane“ (1836-1837); ცალკე გამოიცა რომანები „Die Gräfin Ulfeld“ (1834); ზღაპრები „Viel Sinne, viel Köpfe“ (1840); მოთხრობა „Göttliche Komödie in Rom“ (1843); «Genevian von Toulouse» (1846); „Die Sibylle von Mantua“ (1852, მონასტრული ცხოვრების სატირა).

მწერლის ბიუსტი

შეფერის მოთხრობები, მიუხედავად გარკვეული ღირსებისა ( ბუნების ლამაზად აღწერა, ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების, ზნე-ჩვეულებების ცოდნა, ქალის ფსიქოლოგიის წვდომა), ამჟამად მივიწყებას მიეცა; მათი მთავარი ნაკლი მდგომარეობს: პროპორციის გრძნობის ნაკლებობასა და სიუჟეტის უკიდურეს ხელოვნურობაში. თავის დროზე უფრო დიდი წარმატება ხვდა წილად მის დიდაქტიკურ ლექსებს, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: „Laienbrevier“ (1834; მე-18 გამოცემა, 1884); „Kleine lyrische Werke“ (1828); «Vigilien» (1842); «Gedichte» (1846); «Hausreden» (მე-4 გამოცემა, 1869); ჩამოთვლილ ლექსებში შეფერი იცავს საკუთარ რელიგიურ და ეთიკურ მსოფლმხედველობას, რომელიც გამსჭვალულია პანთეიზმით. შეფერის ყველაზე ორიგინალური ნამუშევრებია : «Hafis in Hellas» (1853); „Koran der Liebe“ (1855) და „Mahomets türkische Himmelsbriefen“ (1840); ლექსებში ავტორი გადმოსცემს აღმოსავლეთში მისი ხანგრძლივი მოგზაურობის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს, გატაცებას ელინიზმითა და აღმოსავლეთით; მახვილგონივრული ეპიგრამების, მსუბუქი დითირამბების, ეროტიული ისტორიებისა და საინტერესო იგავების სერიაში შეფერი ცდილობს ერთ მთლიან ბერძნულ ანაკრეონტიზმში გააერთიანოს, აღმოსავლეთის მდიდრული შეგრძნება საკუთარი პანთეისტურ მორალთან.

თავის ბოლო ნაშრომში "ჰომერის ტრიუმფი" ( გერმ. Homers Apotheose ; 1858) შეფერი ცდილობს, აამაღლოს ელინიზმი ადამიანის არსებობის იდეალამდე. მისი გარდაცვალების შემდეგ რუდოლფ გოტშალმა გამოაქვეყნა „Für Haus und Herz. Letzte Klänge“ (ლაიფციგი, 1817) და Moschau-ს „Buch des Lebens und der Liebe“ (1877; მე-3 გამოცემა, 1887); მისი ნამუშევრების კრებული გამოვიდა სახელწოდებით "Ausgewählte Werke" (1845-1846; მე-2 გამოცემა, 1857). შეფერმა ასევე სახელი გაითქვა, როგორც კომპოზიტორმა; მას ეკუთვნის ოპერა „საკუნტალა“, რამდენიმე სიმღერა და სხვა ნაწარმოებები.

გოტლობ ლეოპოლდ იმანუელ შეფერი გარდაიცვალა 1862 წლის 13 თებერვალს მშობლიურ ქალაქში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Шефер, Леопольд // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1903. — Т. XXXIXа. — С. 540.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118606824 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. SNAC — 2010.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Czech National Authority Database
  7. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.