ლეონიდ მანდელშტამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლეონიდ მანდელშტამი
რუს. Леонид Исаакович Мандельштам
დაბ. თარიღი 4 მაისი 1879(1879-05-04)[1]
დაბ. ადგილი მოგილევი[2]
გარდ. თარიღი 27 ნოემბერი 1944(1944-11-27)[2] [1] (65 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[2]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
ეროვნება ებრაელები
სამეცნიერო სფერო ფიზიკა და light scattering
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ოდესის უნივერსიტეტი და სტრასბურის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Gabriel Gorelik, Mikhail Leontovich, Sergej Rytov და Semen Chaikin
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

ლეონიდ მანდელშტამი (რუს. Леонид Исаакович Мандельштам; დ. 4 მაისი, 1879, მოგილევი — გ. 27 ნოემბერი, 1944, მოსკოვი) — ბელარუსული და ებრაული წარმოშობის რუსი საბჭოთა ფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეონიდ მანდელშტამი დაიბადა 1879 წელს 4 მაისს ქალაქ მოგილევში. მოსწავლეობის პერიოდში მან მათემატიკისადმი მიდრეკილება გამოიჩინა, გიმნაზია მედალზე დაამთავრა და 1897 წელს შევიდა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-მათემაატიკურ ფაკულტეტზე. მეფის რუსეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო მოძრაობაში მონაწილეობისათვის იგი მეორე კურსიდან გაირიცხა და საერთოდ აეკრძალა უმაღლეს სასწავლებელში სწავლა, ამიტომ იგი იძულებული იყო საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო. 1902 წელს მანდელევმა დაამთავრა სტრასბურგის უნივერსიტეტი და იმავე წელს მიენიჭა ფიზიკურ მაცნიერებათა გერმანული დოქტორის ხარისხი. ამის შემდეგ მან მუშაობა დაიწყო რადიოტელეგრაფიაში, სტრასბურგის უნივერსიტეტთან არსებულ ფიზიკის ინსტიტუტში ჯერ ასისტენტად, შემდეგ დოცენტის თანამდებობაზე. 1913 წელს მას პროფესორის წოდება მიენიჭა. ერთი წლის შემდეგ იგი ოდესაში დაბრუნდა და უნივერსიტეტში პრივატ-დოცენტის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა, ხოლო 1917 წელს, იგი თბილისის რუსული პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორია. 1918-1922 წლებში მანდელშტმი კვლავ ოდესის უნივერსიტეტში მუშაობს. სამოქალაქო ომის პერიოდში კი შეთავსებით კონსულტანტად იქნა მიწვეული პეტროგრადის, მოსკოვისა და ოდესის რადიოსატელეგრაფო ქარხნებში. 1925 წლიდან იგი მოსკოვის უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის პროფესორია. 1928 წელს მანდელშტამი აირჩიეს სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო ერთი წლის შემდეგ - ნამდვილ წევრად.

ლეონიდ მანდელშტამის შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანდელშტამის პირველი მეცნიერული შრომები, რომლებიც 1903-1914 წლებში გამოქვეყნდა, ეხება რხევათა თეორიას და რადიოტექნიკას. მათში ავტორმა დაამუშავა ელექტრომაგნიტური ტალღების სიხშირისა და მილევის გაზომვის ერთობ ზუსტი მეთოდი; აქვე იყო მისი აღმოჩენებიც რადიოკავშირის სფეროში, 1930-იან წლებიდან მანდელშტამი ნ. პაპალექსისთან ერთად რაიოფიზიკის საკითხებზე მუშაობდა. ამ ორი მკვლევრის შრომებმა საფუძველი ჩაუყარა ფიზიკის ახალ დარგს - არაწრფივი რხევების შესახებ, რამაც დიდი გამოყენება პოვა არა მარტო რადიოტექნიკაში, არამედ აკუსტიკაში, მაქანიკასა და ელექტრონიკაში. 1937 წლიდან მანდელშტამმა პაპალექსმა დაამუშავეს რადიოინტერფერენციული მანძილსაზომი კონსტრუქცია, რამაც დიდი გამოყენება პოვა გეოდეზიასა და ჰიდროგრაფიაში.

პარალელურად მანდელშტამი ფიზიკურ ოპტიკაშიც მუშაობდა, სწავლობდა სინათლის გაბნევის თეორიას. თავის შრომაში - „ოპტიკურად ერთგვაროვანი და მღვრიე გარემოთა შესახებ“ მან აღმოაჩინა ინგლისელი ფიზიკოსის რელეის შეცდომა სინათლის გაბნევის საკითხში. მანდელშტამმა მიიღო დასკვნა, რომლის მიხედვით მოლეკულური გაბნევის შემთხვევაში ოპტიკური ერთგვაროვნება ირღვევა თვით გარემოს მოლეკულური აღნაგობის ხარჯზე, რითაც გარდატეხის მაჩვენებელს შეცვლიან. ფლუქტუაციის თეორიის საფუძველზე 1913 წელს მანდელშტამმა დაამუშავა ორი გარემოს გამყოფ ზედაპირზე სინათლის მოლეკულური გაბნევის უფრო ზუსტი თეორია.

1918-1926 წლებში მანდელშტამმა დაადგინა, რომ მოლეკულური გაბნევის დროს მონოქრომატული სინათლის სიხშირე უნდა შეიცვალოს ისე, რომ გაბნეული სინათლის სპექტრალურმა ხაზმა მიიღოს რთული ე. წ. თხელი სტრუქტურა. ეს მოვლენა მანდელშტამისგან დამოუკიდებლად მიიღო აგრეთვე ბრილუენმა, რის გამოც მას მანდელშტამ-ბრილუენის ეფექტი ეწოდა. მანდელშტამის თეორიით ამ ეფექტის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ დამცემი სინათლის ტალღაზე მოქმედებს სხეულის განსაკუთრებული სითბო ტალღები.

1928 წელს მანდელშტამმა გ. ლამდსბერგთან ერთად აღმოაჩინა უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა - კომბინაციური გაბნევა. ლეონიდ მანდელშტამს ეკუთვნის აგრეთვე მნიშვნელოვანი შრომები ოპტიკაში, რადიოფიზიკასა და მიკროსკოპიაში. 1936 წელს მან მიიღო დიმიტრი მენდელევის სახელობის პრემია. მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, უკანასკნელ წლებში მანდელშტამი მუშაობდა „რადიოს წინაისტორიის საკითხებზე“, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა.

ლეონიდ მანდელშტამი გარდაიცვალა 1944 წელს 27 ნოემბერს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 382-386

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 2.2 Мандельштам Леонид Исаакович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.