ლეონიდე აღლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლეონიდე მიხეილის ძე აღლაძე (დ. 18 ივლისი, 1897, თბილისი ― გ. 1937, სიღნაღი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, 1916 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. 1921 წლიდან იყო ქართულ წითელ არმიაში. 1924 წელს აქტიურად მონაწილეობდა აგვისტოს აჯანყების ჩახშობაში. 1925-1928 წლებში სწავლობდა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში. 1929-1933 წლებში იყო I ქართულ მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი, 1933-1936 - დივიზიის მეთაური. 1936 წლიდან სწავლობდა სსრკ გენერალური შტაბის აკადემიაში. დაჯილდოებულია წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავისა და საქართველოს სსრ წითელი დროშის ორდენებითა და მედლებით. რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კალაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 51, თბ., 1977 წელი.
  • კალაძე ნ., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 261, თბ., 1997