ლენტეხის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლენტეხის ციხე — არქიტექტურული ძეგლი ლენტეხის მუნიციპალიტეტის დაბა ლენტეხის ტერიტორიაზე, მდინარეებს ხელედურასა და ლასკადურას ხევებს შორის.

ციხე აშენებულია კლდოვან ბორცვზე. წაგრძელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. ბორცვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქვედა ნაწილში, ჩანს გალავნის ფრაგმენტები. აქ შედიოდა გარედან ვიწრო, ციცაბო ბილიკი. ბორცვის წვერზე „ზედაციხეა“. მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მრავალი სათავსის ფრაგმენტებია. ზოგიერთ მათგანს შერჩენილი აქვს 1-2 მეტრამდე სიმაღლის კედლები, ციხის ცენტრში არის ქვით ამოშენებული ჭა ან ხარო. ციხე ჩრდილო-დასავლეთით მრგვალი გალავნით მთავრდება. ის ექვსმეტრამდე სიმაღლისაა შემორჩენილი. მასალად გამოყენებულია რიყის ქვა, ფლეთილი ქვა, მსხვილი ფიქალი და დუღაბის სქელი ფენა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8465