ლელი გაბარაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლელი გაბარაშვილი
დაბ. თარიღი 6 აგვისტო, 1952(1952-08-06) (71 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მეცნიერი და ექიმი

ლელი გაბარაშვილი (დ. 6 აგვისტო, 1952, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1976–1977 წლებში ინტერნატურა გაიარა აკადემიკოს მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტში. 1977–1980 წლებში კლინიკური ორდინატურა გაიარა ამავე ინსტიტუტში. 1980–1983 წლებში ასპირანტურა დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტის კარდიოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე. 1983–1992 წლებში იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1992 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 19 სამეცნიერო ნაშრომის.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ოქსიჰემოგლობინის დისოციაციის მრუდი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით დაავადებულ პაციენტებში დაავადების დინამიკაში“, დაიცვა 1984 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]