ლელა ხაჩიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლელა ხაჩიძე
დაბ. თარიღი 10 თებერვალი, 1957(1957-02-10) (67 წლის)
დაბ. ადგილი გორი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ფილოლოგი და პროფესორი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლელა ხაჩიძე (დ. 10 თებერვალი, 1957, გორი) — ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1979 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მუშაობდა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, შემდგომ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ქრისტიანული კულტურის ისტორიის კათედრის გამგედ.

სადისერტაციო თემა — „ეფრემ მცირის ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა“, დაიცვა 1995 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]