ლევ ბაიახჩევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლევ სერგის ძე ბაიახჩევი (დ. 7 სექტემბერი, 1930, თბილისი — გ. 26 დეკემბერი, 1992, იქვე), ფერმწერი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1985), მოღვაწეობდა საქართველოში.

1930 დაიბადა ქ. თბილისში (ტიფლისში), საქართველო, 1930 წლის 7 სექტემბერს ინჟინერ-მშნებელის ს.გ. ბაიახჩევის ოჯახში. დედა: ტ.დ. ბელაია. ბავშვების – ლოვასი და უმცროსი დის, ინგას აღზრდით დაკავებული იყო ბებია, ა.მ. ბელაია. 1953-1959 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. სწავლობდა მხატვრების პროფ. ს.ს. კობულაძის, პროფ. ვ.ი. შუხაევის, პროფ. ა.კ. ქუთათელაძის, პროფ. კ. სანაძის სახელოსნოებში. აკადეიმია დაამთავრა წარჩინებით. 1954 წარჩინებული სწავლისათვის დაჯილდოვდა სანქტ-პეტერბურგში (ყოფილი ლენინგრადი) და მოსკოვში მოგზაურობით. მუზეუმების საგანძურთან გაცნობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მისი სამხატვრო კულტურისა და პროფესიული ოსტატობის ამაღლებისათვის. 1955 დაქორწინდა სანქტ-პეტერბურგის მკვიდრზე ე.მ. მილიაკოვაზე, რომელთანაც მთელი ცხოვრება გაატარა. ამ ქორწინებიდან ჰყავდა ორი შვილი. მისმა შვილებმა – ჟანამ და სერგომ – მამისაგან მემკვიდრეობით მიიღეს მხატვრული ნიჭი. 1959 მონაწილეობას იღებს სსრკ-ს უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლების სტუდენტების სადიპლომო ნამუშევრების გამოფენაში, ქ, მოსკოვი. ლ.ს. ბაიახჩევის სადიპლომო ნამუშევარია ტრიპტიხი „რევოლუციის პოეტები“, ტილო, ზეთი 254X550 სმ („მაიაკოვსკი და ბლოკი“).


1961 საკავშირო გამოფენაზე მოსკოვში წარადგინა თავისი ნამუშევარი “მეშახტეები”, 1960 წ., მოსკოვი, ტილო, ზეთი 180X360 სმ. 1961 წლიდან მუდმივად მონაწილეობს შემოდგომა-გაზაფხულის გამოფენებში. 1962 საქართველოს სახელმწიფო სურათების გალერეა, თბილისი. 1963 ამ წლიდან – სსრკ-ს მხატვართა კავშირის წევრი. 1965 გამოფენები საქართველოს სამხარვრო გალერეებში – სურათი „გმირის დაბრუნება“, 1964 წ., ტილო, ზეთი 170X140. 1973 მოსკოვი. გამოფენა – საექსპორტო გაყიდვა. წარდგენილ და გაყიდულ იქნა 6 ნამუშევარი. 1974 პირველი პერსონალური გამოფენა მხატვარის ე.დ. ახვლედიანის მიერ თავაზიანად შემოთავაზებულ ბინაში თბილისი. პერსონალური გამოფენა საქართველოს მეგობრობისა და კულტურული კავშირების საზოგადოების შენობაში 1979 გამოფენა სურათების გალერეაში, თბილისი. 1981 გამოფენა მხატვრის სახლში, თბილისი. 1982 გამოფენა მხატვრის ცენტრალურ სახლში. მოსკოვი. 1983 პერსონალური გამოფენა მხატვრის სახლში და ეროვნულ სამხატვრო გალერეაში, თბილისი. წარდგენილ იქნა პორტრეტები, პეიზაჟები, ნატურმორტები, გრაფიკა, pop-art-ი, აბსტრაქციები. 1984 მხატვრის სახლი , თბილისი. გრაფიკის პერსონალური გამოფენა. 1985 ლ.ს. ბაიახჩევს მიენიჭა საქართველოს სსრ-ს დამსახურებული მხატვრის წოდება. 1985 პერსონალური გამოფენა საქ. სსრ-ს სახალხო მეურნეობის ინსტიტუტში, თბილისი. 1987 სახვითი ხელოვნების რეტროსპექტიული გამოფენა, 60-ანი წლების ფერწერა. თბილისი. წარდგენილ იქნა 10 ნამუშევარი. 1989 მოგზაურობა გერმანიაში მოწვევით. მოინახულა ბერლინი, დრეზდენი, პოტსდამი . 1990 მონაწილეობა მიიღო აუქციონში (შვეიცარია). 1991 გამოფენა „თინათინი“-ს გალერეაში (ბერლინი, გერმანია). 1992 თბილისში აუქციონზე წარდგენილ იქნა და გაიყიდა ორი ნამუშევარი: „ოდალისკა“, 1985 წ., ტილო, ზეთი 123X66; „აღმოსავლეთის ქალი“ , 1983 წ., ტილო, ზეთი 86X86). 1992 წლის 26 დეკემბერი ლევ ბაიახჩევი უეცრად გარდაიცვალა. გამოფენები

1993 გამოფენა ბათუმში და პერსონალური გამოფენა გრაფიკაში გალერეა „სოლოლაკში“, კავკასიური სახლი. 1997 რეტროსპექტიული გამოფენა ეროვნულ სამხატვრო გალერეაში, თბილისი. 2000 გამოფენა Modern Art Gallery-ში, თბილისი. 2008 გამოფენა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 2009 პერსონალური გამოფენა „ბაია“-გალერეაში, თბილისი. 2010 პერსონალური გამოფენა, მიძღვნილი მხატვარის ლევ სერგოს ძე ბაიახჩევის დაბადებიდან 80 წლის იუბილისადმი, „ქარვასლას“ მუზეუმი, თბილისი. 2010 გამოფენა კულტურის ინტერნაციონალურ ცენტრ „მუზა“-ში, თბილისი. 2011 გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, თბილისი, საქართველო, „სომხური მხატვრები საქართველოში“. 2012 პერსონალური გამოფენა „ვანდა“ გალერაში, თბილისი. 2013 გამოფენა ეროვნულ გალერეაში „80 წელი საქართველოს მხატვრთა კავშირის შექმნიდან“, თბილისი. ლ.ს. ბაიახჩევის თანამედროვე და მეგობარი იყო კულტურისა და ხელოვნების მრავალი მოღვაწე. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, ქ. თელავის, ქ. სიღნაღის, ქ. ბათუმის მუზეუმებში (საქართველო), თანამედროევე ხელოვნების მუზეუმში – Zimmerli Art Museum, New Jersey, USA. ბევრი ნამუშევარი იმყოფება საქართველოში, რუსეთში, ისრაელში, აშშ-ში, საფეანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში, უკრაინაში, არგენტინასა და გერმანიაში არსებულ კერძო კოლექციებში.


https://www.facebook.com/Lev.Bayakhchev/