ლევიშკის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოსოვოს შუა საუკუნეების მონუმენტები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 42°12′41″ ჩ. გ. 20°44′09″ ა. გ. / 42.21139° ჩ. გ. 20.73583° ა. გ. / 42.21139; 20.73583
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2004  (28-ე სესია)
ნომერი 724
გაფართოება 2006 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 724
ინგლ.რუს.ფრ.

ლევიშკის ღვთისმშობლის ეკლესია (სერბ. Богородица Љевишка) — XII საუკუნის მართლმადიდებლური ეკლესია სერბეთში, ქალაქ პრიზრენში. ოსმალეთის იმპერიის დროს, ის მეჩეთად იყო გადაკეთებული, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისში, კვლავ მართლმადიდებლური ეკლესია გახდა.

ეკლესია XII საუკუნეში მეფე სტეფან ნემანიამ ააშენა, ძველი, IX საუკუნის ეკლესიის ადგილას, რომელიც საეპისკოპოსოც ბიზანტიის იპმერატორ ბასილი II-ის 1018 წლის სიგელში იხსენიება.

1999 წლის ივნისიდან, ეკლესიას კოსოვოს ძალები იცავენ (KFOR). მიუხედავად ამისა, 2004 წლის კოსოვოს არეულობისას, იგი ალბანელმა ყაჩაღებმა გადაწვეს.

სერბეთის მთავრობამ ეკლესიის დაზიანების შესაფასებლად ექსპერტთა ჯგუფი მიიწვია, მაგრამ არ გადადგმულა არანაირი კონკრეტული ნაბიჯები. ამჟამად ეკლესია მუდმივი ძარცვის საგანია.

1990 წელს, ლევიშკის ეკლესია გაფორმდა როგორც განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის მონუმენტი, რომელსაც სერბეთის სახელმწიფო იცავს. 2006 წელს კი ის იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]