შინაარსზე გადასვლა

გრაჩანიცის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოსოვოს შუა საუკუნეების მონუმენტები
სტატუსი სერბეთის განსაკუთრებული მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლები[1] და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები სერბეთის დროშა სერბეთი | ქვეყნის დროშა2 | name = სერბეთის დროშა სერბეთი | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2004  (28-ე სესია)
ნომერი 724
გაფართოება 2006
Map
http://www.manastirgracanica.rs
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 724
ინგლ.რუს.ფრ.

გრაჩანიცის მონასტერი (სერბ. Манастир Грачаница, ალბან. Manastiri i Graçanicës) — სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტერი კოსოვოში. დაარსდა 1321 წელს, სერბეთის მეფე სტეფან უროშ II მილუტინის მიერ. 1990 წელს, მონასტერი გაფორმდა როგორც განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის მონუმენტი, რომელსაც სერბეთის სახელმწიფო იცავს. 2006 წელს კი ის იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში სახელით „კოსოვოს შუა საუკუნეების მონუმენტები“.

გრაჩანიცის მონასტერი მეფე მილუტინის ბოლო მონუმენტური შემოქმედებაა. მდებარეობს სოფელ გრაჩანიცაში, სერბულ ანკლავში, რომელიც პრიშტინადან 5 კმ-ში მდებარეობს.[2]

მონასტერი XIII საუკუნეში აშენდა ძველი, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ადგილას, რომელიც VI საუკუნის ადრეულ ქრისტიანულ სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა. სამლოცველოს სამხრეთ კედელზე, არსებობს მეფის წარწერა, რომელიც შემდეგნაირად იკითხება: „გრაჩანიცაში მე ვნახე დანგრეული, დამპალი ნანგრევები წმინდა ქალწულის ტაძრისა, რომელიც ლიპლიანის საეპისკოპოსო იყო, ამიტომ ის მიწიდან აღვადგინე და შევამკე ფრესკებითა და ჩუქურთმებით შიგნიდან და გარედან". ძველი მონასტრის კომპლექსიდან მხოლოდ ეკლესიაა შემორჩენილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://nasledje.gov.rs/index.cfm?jezik=Serbian_CIR
  2. Balkan Travellers - The Serbian Convent of Gračanica: Heavens Made of Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-13. ციტირების თარიღი: 2011-06-13.