ლევან მაისაშვილი
დოდო მამფორია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 9 ივლისი, 1950 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ლევან მაისაშვილი (დ. 9 ივლისი, 1950, თბილისი) — ქართველი ინჟინერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1972 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამშენებლო ნაკეთობათა და კონსტრუქციების წარმოების სპეციალობით, ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით.
1972-1976 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება „მთავართბილმშენის“, N14 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოში, საწარმოო განყოფილების უფროს ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1976-1981 წლებში. იმავე ტრესტის წარმოების მომზადების ჯგუფის უფროსის მოადგილედ, შემდეგ განყოფილების უფროსად; 1981-1982 წლებში მუშაობდა N14 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის N9 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1982-1983 წლებში სამშენებლო გაერთიანება „მთავართბილმშენის“ N1 სახლმშენებელი კომბინატის განყოფილების უფროსად; 1983-1987 წლებში იყო სამშენებლო-სარემონტო ტრესტ „საქკვებრემმშენის“ მცხეთის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1987-1992 წლებში მუშაობდა სამშენებლო ტრესტ „თბილრემმშენის“ სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1992-1996 წლებში იყო „მთავარმოსკოვმშენის“ კონტრაქტორი ფირმა „თეას“ დირექტორი; 1996-1998 წლებში იყო საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის ტექნიკური დირექტორი; 1998-2010 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის ხელმძღვანელი; 2010-2012 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მერიის შპს „ლაბორატორიის“ ტექნიკური განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 2013-2014 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტად და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „გაერთიანებული მელიორაციის კომპანიის“ პროექტის ხელმძღვანელად; 2015-2016 წლებში მუშაობდა საპროექტო ორგანიზაცია „გზამშენპროექტისა“ და კორეული ფირმა „Soosung“-ის ერთობლივი საზედამხედველო სამსახურის ლიდერის მოადგილედ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 362