ლევან იაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იაშვილი.

ლევან მიხეილის ძე იაშვილი (დ. 1768; გ. 19 აპრილი, 1836, დაკრძალულია ვიდუბიცკის მონასტერში, კიევი) — რუსეთის არმიის არტილერიის გენერალი (1819). ვ. მ. იაშვილის უმცროსი ძმა. 1786 დაამთავრა არტილერიის კადეტთა კორპუსი. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1787-1791) დროს მონაწილეობდა კინბურნის დაცვასა და ოჩაკოვის გარემოცვაში, 1792-1795 წლებში — ვარშავისა და პრაღის გარემოცვასა და აღებაში. 1805 წელს გაიგზავნა ავსტრიის სამფლობელოებში, სადაც ებრძოდა ფრანგებს ჰაილსბერგთან (1807), პროისიშ-აილაუსთან, გუტშტადტთან. 1808 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. 1812 წელს სამამულო ომის დროს იყო პეტრე ვიტგენშტეინის ცალკე კორპუსის არტილერიის უფროსი. 1812 წელს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი. 1813 წელს დაინიშნა მთავარი მოქმედი არმიის არტილერიის უფროსად და მონაწილეობდა რუსეთის არმიის საზღვარგარეთის ლაშქრობებში. იბრძოდა ლიუცენთან, ბაუცენთან. 1816 წელს დაინიშნა პირველი არმიის არტილერიის უფროსად და 17 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას. 1832 წლიდან სამხედრო საბჭოს წევრი იყო. 1833 წლიდან თადარიგში გავიდა. დაჯილდოებული იყო რუსეთისა და უცხოეთის მრავალი ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]